ელექტრომობილები, თვითმართვადი ავტომობილები, ჯენერალ მოტორსი, კადილაკი, კადილაკ ესკალეიდ აიქიუ
Aa
Aa

GM-ი საშუალებას მოგცემთ, რომ ყოველდღიურ საქმეებზე ავტომობილი გააგზავნოთ

დღეები, როდესაც საცობებში საათობით დგომა გიწევდათ იმისათვის, რომ პროდუქტები შეგეძინათ, შესაძლოა წარსულს ჩაბარდეს. ეს GM-ის გრძელვადიანი ხედვაა, რომელიც კომპანიამ ნიუ-იორკში გამართულ პრეზენტაციაზე წარადგინა.

ასევე იხილეთ: 7 ყველაზე გიჟური პიკაპი, რაც ოდესმე შექმნილა

მომავლის ეს ხედვა რეალურ გზებზე 2028 წლიდან გამოჩნდება, როდესაც განახლებული Cadillac Escalade IQ ბაზარზე გამოვა და მასში გზატკეცილებზე მძღოლის მეთვალყურეობის გარეშე მოძრაობის ფუნქცია დაინერგება. დიახ, თქვენ შეძლებთ დაჯდეთ განახლებული Escalade IQ-ს მძღოლის სავარძელში და ფილმს უყუროთ, სანამ მანქანა ავტობანზე თავისით გადაადგილდება.

მოგვიანებით „ჯენერალ მოტორსი“ გეგმავს, რომ ეს სისტემა მხოლოდ ფლაგმანურ ელექტრო SUV-ებს არ შესთავაზოს და ის თავის შიგაწვისძრავიან მოდელებზეც, მათ შორის მსუბუქ პიკაპებსა და SUV-ებზეც გაავრცელოს.

რას ნიშნავს „მისია მძღოლის გარეშე“?

პროდუქტების მთავარმა დირექტორმა, სტერლინგ ანდერსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სისტემა, რომელიც დღევანდელ Super Cruise ხელების გარეშე მართვის ტექნოლოგიაზეა დამყარებული, არ წარმოადგენს SAE-ს კლასიფიკაციით მე-3 დონის ავტონომიურობას. 

დირექტორმა განმარტა, რომ GM ავითარებს ავტონომიურ სისტემას, რომელიც მძღოლის ყურადღებას საერთოდ არ საჭიროებს და დროთა განმავლობაში ის გზატკეცილებს გასცდება. მიუხედავად იმისა, რომ მომავალი სისტემის ოფიციალური სახელი ჯერ არ გახმაურებულა, ანდერსონმა ახსენა პროექტი „Mission Mode“ — ტექნოლოგია, რომელიც გზატკეცილებს მიღმა ავტონომიურობას გულისხმობს. მისი თქმით, ეს სამომავლო სისტემა ისეთ რუტინულ და დამღლელ საქმეებს მოგიგვარებთ, როგორიცაა მაღაზიიდან პროდუქტების წამოღება ისე, რომ მანქანაში საერთოდ არც კი იჯდებით!

„ჩვენი ხედვაა ავტომობილების შექმნა, რომლებსაც შეუძლიათ დამოუკიდებლად მიიყვანონ თავიანთი მგზავრები ან თუნდაც საკუთარი თავი იქ, სადაც საჭიროა“, — აცხადებენ კომპანიაში.

ამ მიზნის მისაღწევად კომპანია თანამშრომლობს ათასობით მომხმარებელთან, რომლებმაც ნებაყოფლობით გააზიარეს საკუთარი მონაცემები GM-ის ავტონომიური მართვის პროგრამის მხარდასაჭერად. დღეის მდგომარეობით, GM-ის სატესტო პლატფორმები ყოველდღიურად სამ მილიარდზე მეტ ვირტუალურ მილს გადიან. 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები