საშინელი ავარია ბულგარეთში — დაიღუპა, სულ მცირე, 11 ადამიანი
ბულგარეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ათობით მსუბუქი ავტომობილისა და სატვირთოს მონაწილეობით მძიმე ჯაჭვური ავარია მოხდა. შემთხვევას, რომელსაც წინ მძიმე მეტეოროლოგიური პირობები უძღოდა, სულ მცირე 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 46 კი დაშავდა.
???? Namrzlá D1 prověřila nejen řidiče, ale i hasiče Zásahy u dopravních nehod na namrzlé dálnici D1 na Vyškovsku byly nebezpečné také pro hasiče. Při práci na kluzké vozovce jim hrozilo, že do nich narazí další projíždějící auto. https://t.co/FUiUbCU0cs
— iRozhlas.cz jižní a východní Morava (@iRozhlasJVM) November 10, 2026
ოფიციალური პირების განცხადებით, ქალაქ ზიმნიცასთან მომხდარი ტრაგედიის შედეგად 10 ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, კიდევ ერთი პაციენტი კი საავადმყოფოში დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში სულ 70-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება მონაწილეობდა.
ოფიციალური პირების პირველადი შეფასებით, ავარიის ძირითადი მიზეზი ნისლი გახდა, რომელმაც ხილვადობა კრიტიკულად შეამცირა. პირველი შეჯახება მაგისტრალის აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავ ზოლზე მოხდა. მეორე სერიოზული ავარია კი სოფიის მიმართულებით სავალ ზოლზე დაფიქსირდა — გამოძიების ვარაუდით, ნისლის გარდა, სიტუაცია დაამძიმა იმანაც, რომ მძღოლების ყურადღება პირველი ავარიის ადგილმა გაფანტა.
???? No, this isn't footage from a post-apocalyptic movie — it's a massive highway pileup in Bulgaria More than 50 vehicles collided on a highway near the city of Yambol due to thick fog. According to preliminary reports, at least 10 people were killed and dozens injured. The highway was littered with debris, and several vehicles caught fire. One driver said he miraculously escaped his vehicle. Another smashed the window of a burning car and pulled a person to safety. “Everything happened very quickly. So many people died here. A man died right behind me. There were four trucks behind me. Thank God I'm still alive,” one witness recalled.
— NEXTA (@nexta_tv) November 10, 2026
გზების ადმინისტრაციის დირექტორმა აღნიშნა, რომ საქმეში ასევე ფიქსირდება არსებული პირობებისთვის შეუსაბამო სიჩქარეც. შედეგად, მაგისტრალი სრულად დაიხურა, სანამ სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები ბოლომდე არ დასრულდება.
სამაშველო სამუშაოებს ართულებდა ის ფაქტიც, რომ ბრიგადებს ხალხამდე მისასვლელად გზის დამცავი ბარიერების მოხსნა დასჭირდათ, ხოლო მძიმე ნისლის გამო ავიაციის გამოყენება შეუძლებელი გახდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს