უიშვიათესი, 1986 წლის Ford RS200 Evolution-ის აუქციონის ფასი უკვე 280 000$-ზეა
ერთ-ერთი 24 შექმნილი ეგზემპლარიდან.
Ford RS200-ს რაღაც განსაკუთრებული აქვს. FIA-ს რეგულაციების დაკმაყოფილებისთვის შექმნილ შუა-ძრავიან სპორტულ ავტომობილს წარმოების ხაზის მოკლე ისტორია აქვს. ის მხოლოდ სამი წლის განმავლობაში გამოდიოდა. საბოლოოდ კი მწარმოებელმა 200 ეგზემპლარი შექმნა, 24 მათგანი კი უფრო ძლიერ, Evolution მოდელად აქცია.
გასული წლის ნოემბერში მოდიფიცირებული RS200 Evolution-ის გასაყიდი განცხადება გავრცელდა. წინადადება საკმაოდ მაცდური გახლდათ. თუ თქვენ ეს ავტომობილი უფრო ქარხნულად გამოწყობილი მოგწონთ, მაშინ Bring a Trailer-ის აუქციონი აუცილებლად უნდა შეამოწმოთ.
ეს 1986 წლის მოდელი ახლანდელ მფლობელს ხელში 2017 წელს ჩაუვარდა. აშშ-ში ტრანსპორტირებამდე მას ძრავის სრული სერვისი ინგლისში ჩაუტარდა. ეს ინფორმაცია კი, ავტომობილის შექმნის მიზნებიდან გამომდინარე, კარგის მომასწავებელია.
შეგახსენებთ, რომ Evolution მოდელს გადაკეთებული 4-ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა. მისი მოცულობა 1.8 ლიტრის ნაცვლად, 2.1-ლიტრამდე იყო გაზრდილი. სიმძლავრის მაჩვენებლები ქარხნულ კონფიგურაციაზე იყო დამოკიდებული. განცხადების მიხედვით კი ამ კონკრეტულ მოდელის სიმძლავრე 600 ცხენის ძალას უდრის. აგრეგატის ქარხნული სრული სერვისი 2018 წლის თებერვალში განხორციელდა.
მიუხედავად განსაკუთრებულის სტატუსისა, ეს ავტომობილი ფარეხის დედოფალი არ არის. მანქანას ოდომეტრზე 800 კილომეტრი აწერია, თუმცა, ის სრულად ახალს ნამდვილად არ გავს. ინტერიერს მუშაობა სჭირდება, ექსტერიერს კი კარგი გაწმენდვა და გაპრიალება. თუმცა, მისი ისე მოხმარებაც შეიძლება, როგორც ახლა გამოიყურება.
აუქციონამდე რვა დღეა დარჩენილი და ავტომობილის ფასი უკვე 280 000$ გახლავთ.