Aa Aa
17 აპრილი 2021  |  10:19

2021 წელს Akrapovič-ს 30 წელი შეუსრულდა

Akrapovič-მა არსებობის განმავლობაში დიდ წარმატებას მიაღწია.

2021 წელს გამოსამოლქვი სისტემის სპეციალისტი კომპანია Akrapovič-ი 30 წლის იუბილეს ზეიმობს. კომპანია 1991 წელს, სლოვენიაში ივანჩნა გორიცადან, სადაც ახლა კომპანის სათაო ოფისია,  1 კილომეტრში დაარსდა.

მაშინ, როცა ამ საქმეს კომპანიის დამაარსებელი იგორ აკრაპოვიჩი იწყებდა, ვერ წარმოედგინა, რომ გამოსაბოლქვი სისტემის სპეციალისტი გახდებოდა. ის თავადაც მოტომრბოლელი იყო. საჭირო ნაწილების მოვნა ხშირად რთულია. აკროპოვიჩს კი გამოსავალის პოვნა თავად მოუნდა.

„თავიდან, მოტიციკლებს ვაუმჯობესებდი და მიღებული შემოსავლით, რბოლებში ვმონაწილეობდი. მოდიფიცირება იმდენადვე საინტერესო იყო ჩემთვის, რამდენადაც რბოლები. მილების მოსახრელი აპარატი ვიყიდე. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. კომპანიის გავლილ 30 წელს სიამაყით ვუყურებ. განსაკუთრებით, სარბოლო ისტორიას, რადგან ეს პროდუქტის შემოწმების საუკეთესო გზაა“, - ამბობს იგორ აკრაპოვიჩი.

არსებობის 30-წლიან პერიოდში კომპანია სულ უფრო ძლიერდება. თავდაპრველად, მხოლოდ მოტოციკლეტებზე მუშაობდნენ, შემდეგ კი სარბოლო ავტომობილებზეც გადავიდნენ. სხვადასხვა დისციპლინის 140 მსოფლიო ჩემპიონატში აქვთ მონაწილეობა მიღებული. მათ შორისაა, MotoGP, WSBK, DTM და მრავალი სხვა.

იუბილეს აღსანიშნავად, კომპანია Evolution Line Titanium 30th Anniversary გამოსაბოლქვი სისტემის გამოშვებას გაგმავს. რაოდენობა შეზღუდული იქნება. Kawasaki Ninja ZX-10RR/ZX-10R და Ferrari F8 Tributo 30-30 ეგზემპლარს მიიღებს. ფასი და სხვა დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება.

გაზიარება: