G-Power-ი თქვენს BMW M8-ს სიმძლავრეს 887 ცხენის ძალამდე გაზრდის
Aa
Aa

G-Power-ი თქვენს BMW M8-ს სიმძლავრეს 887 ცხენის ძალამდე გაზრდის

G8M Hurricane RR-ი საოცარ სიმძლავრესა და ღია ფერის საღებავს მიიღებს.

იმ შემთხვევაში თუ BMW M8 Competition-ის მფლობელებს 4.4-ლიტრიანი V8 ძრავისგან წარმოებული 625 ცხენის ძალა არ დააკმაყოფილებთ მათთვის გამოსავალი არსებობს. ამ „პრობლემას“ გერმანული ტუნინგ ატელიე, G-Power-ი მოაგვარებს.

მიესალმეთ G8M Hurricane RR-ს - M8, რომელსაც გაუმჯობესებული ტურბინები, დიდი ზომის შემშვები და გამოჭედილი ძრავის დეტალები აქვს. გარდა ამისა, ავტომობილი გადაპროგრამებული ECU-თა და უჟანგავი მეტალისგან დამზადებული გამშვები სისტემითაცაა აღჭურვილი. შედეგად ის 887 ცხენის ძალასა და 1050ნმ-ს გამოიმუშავებს.

კომპანია RS ვერსიასაც უშვებს, რომელსაც აგრეგატის შიგნით არსებული დეტალები გაუმჯობესებული არ აქვს და „მხოლოდ“ 828 ცხენის ძალას უყრის თავს. თუმცა, კარბონის ძრავის ხუფსა და დიდი ზომის ფრთას ორივე ვერსია მიიღებს. G-Power-ის Hurricane-ის სერიების მოდელები სტაფილოსფერში იღებება.

კომპანია 21-იანი დისკების ორ დიზაინსაც ითავაზება. ასევე, რეგულირებადი ამორტიზატორების დამონტაჟებით M8-ს დაწევა კიდევ რამდენიმე მილიმეტრითაა შესაძლებელი. სალონი უფრო მეტი კარბონის დეტალითა და ალკანტარათია წარმოდგენილი. იმისათვის, რომ გახსოვდეთ თუ როგორ მონსტრს მართავთ, სალონში G-Power-ის ემბლემებია დატანილი.

მსგავსი სიახლეები