ალფა რომეო, ფორდ ესკორტი, პორშე 914, მერსედეს ბენცი ა კლასი, ფერარი მონდიალი, ვოლვო ც30
Aa
Aa

მსოფლიოში ყველაზე დაუფასებელი ავტომობილები

ყველა დიდებული ავტომობილი ისე დაფასდა, როგორც ეკუთვნოდა.

ავტოსამყარომ დროთა განმავლობაში ბრწყინვალე ავტომობილები მიივიწყა. ისინი ყურადღების ცენტრიდან უბრალოდ გაქრნენ. ასეთი ფაქტები ისეთ სფეროში, როგორიც ავტოინდუსტრიაა ჩვეულებრივი მოვლენა გახლავთ. ეს განვითარების საოცარი ტემპით, გამოწვევებით და ცვალებადი გარემო-ფაქტორებით არის გამოწვეული. შესაბამისად არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ისტორიის ქfარცეცხლში უამრავი ისეთი ავტომობილი სათანადოდ ვერ დაფასდა, რომლებიც ამას უპირობოდ იმსახურებდნენ. სწორედ ამიტომ, ქვემოთ იმ გამორჩეულ რვა ავტომობილზე მოგიყვებით, რომელთაც თქვენი ყურადღება და პატივისცემა დაიმსახურეს!

Alfa Romeo 155 Q4


Alfa Romeo 155 Q4 თავისი დროის Lancia Delta Integrale-ა. მაშინ, როდესაც 155 TS-ის სტანდარტული ვერსია 2.0-ლიტრიანი ატმოსფერული 145-ცხენისძალიანი Twin Spark ძრავით იყო აღჭურვილი, Q4-ის ტურბინიანი 2.0-ლიტრიანი ძრავა 188 ცხენის ძალას უყრიდა თავს. 0-დან 100-მდე აჩქარება მოდელს 7 წამში შეეძლო. სიმძლავრე ოთხივე საბურავზე ნაწილდებოდა. ეს კი ნიშნავდა იმას, რომ მანქანა თავს კომფორტულად გზის ნებისმიერ ზედაპირზე გრძნობდა.

Vauxhall Carlton


„Lotus-ს ეს, Lotus-ს ის... საქალაქო გზებისთვის ზედმეტად სწრაფია... უნდა აიკრაძლოს...“ - ეს ფრაზები Vauxhall Lotus Carlton-ზე მუდმივად ისმოდა. „სუპერქარების“ მკვლელი ავტოინდუსტრიის ისტორიის წიგნში თავის კუთვნილ ადგილს იმსახურებს. ამ ავტომობილის მონაცემების გაცნობის შემდეგ დაგავიწყდებათ, რომ საქმე სრული ზომის საოჯახო სედანს ეხება. ჩვენს პლატფორმაზე Carlton-ს ბლოგი მივუძღვენით, რომელსაც ამ ლურჯ სიტყვებზე დაჭერით გაეცნობით. ეს მოდელი ავტომოყვარულებისგან სათანადო დაფასებას იშვიათად თუ ჰპოვებს.

ასევე დაგაინტერესებთ: ისტორიაში 10 ყველაზე დაუფასებელი ავტომობილი

Porsche 914 და 914/6


დიახ, შესაძლოა მას ყუთისებრი დიზაინი და VW-სთან კავშირი ჰქონდა... დიახ, შეიძლება ის ტიპურ Porsche-საც არ ჰგავდა, თუმცა ერთი რამ ფაქტია - VW-Porsche 914 ზედმეტად ძვირი ღირდა. გაურკვეველი მიზეზით, Karmann-Ghia-ს შემცვლელი 911-ის ჩრდილში მუდმივად ექცეოდა. თუმცა, თუ მსოფლიოს პირველი შუა-ძრავიანი „სუპერქარის“ სტატუსს გავითვალისწინებთ, მაშინ ამ 914-ის მიმართ მეტი პატივისცემა გვმართებს.

Ford Escort RS2000 Mk5 და Mk6


სად არის საუკეთესო Ford RS მოდელების სიაში Escort RS2000 Mk5 და Mk6 განთავსებული? სადღაც ბოლოში, არა? სავარაუდოდ. ეს Beatles-ის სიმღერებში “A Hard Day’s Night-ის” მეთერთმეტე ადგილზე მიკუთვნებას ჰგავს. Mk5 და Mk6 თაობები გამორჩეული შასითა და ძალოვანი აგრეგატით იყო წარმოდგენილი. საავტომობილო სამყარო ამ მოდელებს მომავალში აუცილებლად დააფასებს.

Ferrari Mondial


პურისტებისთვის 4-სავარძლიანი Ferrari-ს იდეა ანათემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებელმა ამ აზრის შეცვლა 612 Scaglietti-თა და FF-ით სცადა, მცდელობამ ფიასკო განიცადა. არც 1980 წელს გამოსული Mondial 8 იყო სრულყოფილი ავტომობილი. მას თავმდაბალი 212 ცხენის ძალა ჰქონდა და ინტერიერიც არ იყო იდეალური. თუმცა, ამგვარად შეხედეთ - თქვენ ყიდულობთ Ferrari-ს მარანელოს მიერ შემუშავებულ და შექმნილ V8 ძრავას 40 000$-ის სანაცვლოდ.

Mercedes-Benz A-Class


სიაში ამ მოდელის მოხვედრა ბევრ თქვენგანს გაუკვირდება, მაგრამ ნება მოგვეცით აგიხსნათ. W168 A Class-ი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და საინტერესო ავტომობილია. ის ისეთი მანქანების გვერდით იმსახურებს ადგილის დაკავებას, როგორიც პირველი Mini და Citroen DS-ია. ასეთი შეფასება მისი ჭკვიანური კონსტრუქციით, ტექნიკური ინოვაციებითა და საუცხოო პაკეტითაა დამსახურებული. დიახ, ეს ავტომობილი ლამაზი არ არის და არც ხარისხი შეესაბამება Mercedes-ს თუმცა, A-Class-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი მანქანაა.

Vauxhall Calibra


დაასახელეთ 1990-იან წლებში წარმოებული კუპე, რომელმაც ისე გაუძლო დროს, როგორც Calibra-მ. სანამ კამათისთვის თითებსა და კლავიატურას მოიმარჯვებთ გეტყვით, რომ ამ ავტომობილს მხოლოდ Opel-ისა და Vauxhall-ის უაზრო კრიტიკოსები არ აღიარებენ. მას ფანტასტიკური დიზაინი აქვს. Calibra აეროდინამიკურადაც დახვეწილია და მისი აეროდინამიკული წინაღობის კოეფიციენტი 0.29-ს შეადგენს!

Volvo C30


Facelift-მდე გამოშვებული Volvo C30 გარდამავალი ხაზი იყო კუპესა და საოჯახო ჰეჩბეკს შორის. C30 კონცეპტუალურ ავტომობილს ჰგავდა. აღსანიშნავია, რომ მწარმოებელმა ეს ავტომობილი 2001 წელს გაცნობილი SCC Concept-ს საოცრად მიამსგავდა. T5, თავისი 2.5-ლიტრიანი 5-ცილინდრიანი ძრავით, სერიოზული ხალხის Ford Focus ST გახლდათ. რამდენად ხშირად გხვდებათ ასეთი დიზაინის ავტომობილები გზებზე? 

მსგავსი სიახლეები