BBS, Recaro, Recaro Automotive
Aa
Aa

Recaro Automotive-მა გაკოტრება ოფიციალურად გამოაცხადა

სპორტული სავარძლების გერმანულმა მწარმოებელმა Recaro Automotive-მა ოფიციალურად გაკოტრება გამოაცხადა. როგორც ცნობილი ხდება, ადგილობრივ სასამართლოს კომპანიამ შესაბამისი მოთხოვნით ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 29 ივლისს მიმართა.

Recaro Automotive-ის გუნდმა გაკოტრების მიზეზად სხვადასხვა სახით ფინანსური გამოწვევები დაასახელა, რომლებიც გერმანულ კომპანიას მსხვილი კონტრაქტების გაუქმებისა და მზარდი ხარჯების გამო შეექმნა. პროდუქციის არსებულ ხაზში წარმოქმნილი პრობლემებისა და გაყიდვების კლების გამო კი, Recaro Automotive-მა ახალი პროდუქტების განვითარების პროცესიც შეაჩერა.

გაკოტრების შესახებ განაცხადის წარდგენის შემდეგ, სასამართლომ თვითმმართველობა დანიშნა და საქმე ადვოკატ ჰოლგერ ბლუმს ჩააბარა. იურიდიულ დახმარებას საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმა Baker Tilly უზრუნველყოფს. განაცხადის განხილვის მიმდინარეობისას, კომპანია წარმოებას გააგრძელებს და მიღებულ შეკვეთებს სრულად მიაწვდის მომხმარებლებს. დაიფარება თანამშრომელთა ხელფასებიც.

საინტერესოა, რომ Recaro-ს აქციონერები მხარს რეკონსტრუქციის პროცესს უჭერენ, რათა კომპანიამ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კვლავ სტაბილურად განაგრძოს ბიზნესის მართვა.

ცნობისთვის, სასამართლოს გაკოტრების გამოცხადების მოთხოვნით მხოლოდ Recaro Automotive-მა მიმართა, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის სხვა განყოფილებები - მათ შორის თვითმფრინავების, ოფისისა და სათამაშო სავარძლების მწარმოებელი - მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

ცნობისთვის, გადახდისუუნაროდ თავი საბურავების მწარმოებელმა კომპანია BBS-მა. მსგავს სიტუაციაში კომპანია 2007, 2010, 2020 და 2023 წლებშიც მოხვდა. მიზეზად ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ფინანსური პრობლემები, მათ შორის მაისისა და ივნისის თვეში ხელფასების გადაუხდელობა დაასახელა.

ფინანსური პრობლემების მიუხედავად, გავრცელებულ მიმართვაში კომპანიამ განაცხადა, რომ BBS-ი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ ბრენდად რჩება გლობალურ ბაზარზე და დანებებას არ აპირებენ.

მსგავსი სიახლეები