ავარია, ლამბორგინი, ლივერპული, დიოგუ ჟოტა
Aa
Aa

რა გარემოებები ხდება ცნობილი დიოგუ ჟოტას ავარიის შესახებ?

პორტუგალიის ნაკრებისა და Liverpool-ის შემტევის, 28 წლის დიოგუ ჟოტას ავტოავარიის შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. ესპანეთის საპოლიციო დეპარტამენტის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, Lamborghini-ის მარკის ავტომობილს, სავარაუდოდ, დიოგუ მართავდა.

ესპანეთის პოლიციის ცნობით, ამჟამად „ყველა არსებული მტკიცებულება“ მიუთითებს, რომ ავტომობილს, რომელშიც დიოგუ და მისი უმცროსი ძმა, ანდრეს ჟოტა ისხდნენ, Liverpool-ის ფეხბურთელი მართავდა. დეპარტამენტის განცხადებითვე, ავტოსაგზაო შემთხვევისას, „მანქანამ, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გადააჭარბა გზატკეცილზე დაშვებულ სიჩქარეს“.

ავარია ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 12:30 საათზე, ესპანეთში, ზამორას პროვინციაში მოხდა. როგორც ჩანს, ჟოტა პორტუგალიიდან ესპანეთის ჩრდილოეთით, სანტანდერში მიემგზავრებოდა, საიდანაც ბორანით ინგლისში უნდა დაბრუნებულიყო. გავრცელებული ინფორმაციით, ჟოტა Lamborghini Huracan-ს მართავდა, რომელიც მაქსიმალურ სიჩქარეს 325 კმ/სთ-ზე აღწევს. 

„სხვა საკითხებთან ერთად, მანქანის ერთ-ერთი ბორბლის მიერ დატოვებული კვალიც შემოწმებულია. ექსპერტის დასკვნა მზადდება. ყველა მტკიცებულება ჯერჯერობით მიუთითებს, რომ მძღოლი დიოგუ ჟოტა იყო. ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ გვაქვს, რადგან ჯერ ის სასამართლოს განხილვისთვის უნდა წარედგინოს“, ნათქვამია სამოქალაქო გვარდიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები