კორვეტი, უცნაური, შევროლეტი, შევროლეტი კორვეტი
Aa
Aa

რატომ დაანაწევრეს ავტოფარეხის ხელსაწყოთი ეს იდეალური და ახალი Corvette-ები?

ყოველწლიურად, სრულყოფილად ფუნქციონალური მანქანების ნაწილი ისეთი მიზეზების გამო ნადგურდება, რომელიც მათ ტექნიკურ მდგომარეობასა და უსაფრთხოებასთან არაფერ კავშირშია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მანქანები იდეალურად მუშაობენ, ისინი მაინც დემონტაჟისთვის იგზავნება. სწორედ ამის მაგალითია ეს Corvette C8, რომელიც მას შემდეგ დაშალეს, რაც GM-ს ის უკვე აღარაფერში სჭირდებოდა.

2021 წლის დასასრულს, კენტუკის შტატის ერთ-ერთი ქალაქი და მათ შორის Corvette-ის საწარმოო ქარხანაც, ტორნადოების სერიამ დააზიანა. მაშინ, ყველა ხვდებოდა, რომ Chevrolet-ს დაზიანებული მანქანების განადგურება მოუწევა, თუმცა რა ხერხს მიმართავდა ამისთვის, არავინ იცოდა. თუმცა ეს მოცემულობა ცოტა ხნის წინ შეიცვალა, მას შემდეგ რაც ამ Corvette-ების დემონტაჟის ფოტოები გავრცელდა.

ეს ადამიანი ბრენდონ ვუდლია, რომელიც უბრალოდ თავის სამუშაოს ასრულებს. ვუდლი არამხოლოდ საწვავის მილებს აშორებს ან ჭრის დამიწების კაბელს; ის ფაქტობრივად ამ მანქანებს შუაზე ხერხავს და ყველაფერი იდეალურადაა. მისივე თქმით, ამ პროცესს სულ რაღაც სამი წუთი და ლითონის პირის ხერხი სჭირდება.

ამის შემდგომ, ეს მანქანები გამოსაყენებლად უკვე უვარგისია. საინტერესოა, რომ ერთი და იმავე ადამიანზე მანქანის გაჭრილი ორი ნაწილის მიყიდვა ლეგალურია. მაგრამ, არავითარ შემთხვევაში ამ მანქანების აღდგენა და გზებზე დაბრუნება. ამისთვის, GM ამ მოდელის VIN-კოდს ოფიციალურად აუქმებს და შედეგად, ეს სატრანსპორტო საშუალება ავტომობილი აღარაა და არც მისი დარეგისტრირება ან მართვა შეიძლება.

თუმცა ყველა მოდელი იმიტომ არ იშლება, რომ ისინი ტორნადოს მსხვერპლნი გახდნენ. რეალურად, ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა და მხოლოდ 2021 წლის შემთხვევას არ უკავშირდება.

რეალურად Corvette-ების ნაწილი, იქმნება იმისთვის რომ განადგურდნენ. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ ავტომობილების განვითარებას ემსახურება, რადგან მანქანები სატესტოდ და წარმოების პროცესისთვის იქმნება. იმის მიუხედავად კი, რამდენად ფუნქციონალურია ისინი, თითოეული მანქანა თავისი მოვალეობის მოხდის შემდეგ ნადგურდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები