ჯერემი კლარკსონი, ჯეიმს მეი, რიჩარდ ჰამონდი, ტოპ გირი, გრანდ ტური
Aa
Aa

რიჩარდ ჰემონდმა ჯეიმს მეის Triumph Stag-ი აღადგინა | თუმცა, ბოლომდე წარმატებით ვერა...

ჯეიმს მეის Triumph Stag-ი, რომელიც Grand Tour-ის ბოლო სპეციალურ გამოშვებაში გამოიყენეს, გადაღების შემდეგ საშინელ მდგომარეობაში იყო. ჰემონდმა კი, თავის გუნდთან ერთად, The Smallest Cog-ში ამ მოდელის აღდგენა გადაწყვიტა. ერთი შეხედვით, ლეგენდარულმა თანაწამყვანებმა საქმე იდეალურად შეასრულეს, თუმცა ეს მანამ, სანამ მოდელს გზაზე არ გაიყვანდნენ. საქმე იმაშია, რომ ტრასაზე გამოცდიდან სულ რამდენიმე წუთში, მანქანას მოულოდნელად ბორბალი მოწყდა.

Grand Tour-ს მაყურებელი ერთი წლის წინ გამოემშვიდობა. მაგრამ მანამდე თანაწამყვანებმა გულშემატკივრებს გადაცემის სპეციალური ეპიზოდი შესთავაზეს, რომელიც ეთერში 2024 წლის სექტემბერში გავიდა. ამ გადაცემისთვის, აწ უკვე ნახსენები Stag-ი, კლარკსონის Lancia Montecarlo და ჰემონდის Ford Capri გამოიყენეს.

ტრიომ ნოსტალგიით სავსე ბოლო მოგზაურობა ზიმბაბვეში გაატარა, რომელიც დასრულდა ბოტსვანაში, იმავე კუნძულზე, სადაც მათი ლეგენდარული Botswana Special-ით, თითქმის 20 წლით ადრე დაიწყო. მკაცრი პირობების გამო, Stag-ს ამ გადაცემის შემდეგ მნიშვნელოვანი შეკეთება სჭირდებოდა და აღდგენის შემდეგაც კი ჰქონდა პრობლემები - ყველაზე ცნობილი მათ შორის, ბორბალია.

კლარკსონმა, ჰემონდმა და მეიმ  Top Gear-ისა და The Grand Tour-ის გადაღებებს ბევრი მანქანა შესწირეს. თუმცა ეს იმ იშვიათ ავტომობილებს შორისაა, რომელიც ჯეიმს მეიმ რეალურად შეინარჩუნა. და ჰემონდის Oliver-იც არ უნდა დავივიწყოთ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია.

Top Gear-ის დროს, ავტომობილები BBC-ის ეკუთვნოდა და წამყვანები მათ იშვიათად ყიდულობდნენ. The Grand Tour-ისთვის მანქანები კი წამყვანების საპროდიუსერო კომპანიას ეკუთვნოდა, მაგრამ მათგან მაინც ძალიან ცოტა გადარჩა.

 

მსგავსი სიახლეები