რალი, Land Rover, Land Rover Defender, დაკარი, ლენდ როვერი, ლენდ როვერ დეფენდერი
Aa
Aa

ნახეთ, როგორი იქნება დაკარის რალისთვის განკუთვნილი Land Rover Defender D7X-R

ავტოსპორტის ფანებმა კარგად იციან, რომ 2026 წლის იანვარში დაკარის რალი გაიმართება — საუდის არაბეთის უდაბნოში ეს საოცარი სანახაობა სტარტს 3 იანვარს აიღებს. სულ რაღაც 1 თვით ადრე, როგორც ჩანს, Land Rover ყველაფერს აკეთებს, რომ ყველას უჩვენოს თავისი Defender-ის ძალა ჯოჯოხეთურ სიცხესა და უსასრულო დიუნებში.

ეს ახალი Defender D7X-R-ია, რომელიც სპეციალურად უდაბნოს რალისთვისაა შექმნილი — Land Rover წლევანდელ დაკარზე სამ გუნდს გაუშვებს. სატვირთო Stock კლასში მიიღებს მონაწილეობას, რაც მწარმოებელს ძალიან სპეციფიკური და შეზღუდული რაოდენობის მოდიფიკაციების საშუალებას აძლევს. ხშირად, Defender-ის ოფროუდერი მფლობელები უამრავ დეტალს თავად ცვლიან ხოლმე, ამიტომ შეიძლება გეჩვენოთ, რომ D7X-R იმაზე ბევრად ნაკლებად ექსტრემალურია, ვიდრე ეს უბრალოდ მაგისტრალზე გინახავთ. 

ავტომობილი 4.4-ლიტრიანი V-8, ორი ტურბინიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც Octa-ში ვხვდებით. განსხვავება ისაა, რომ ამ შემთხვევაში, FIA როვერისგან ტურბო-რესტრიქტორის გამოყენებას მოითხოვს, რაც საბაზისო 626-ცხენისძალიან პერფორმანსს ოდნავ აქვეითებს. მიუხედავად ამისა, D7X-R, სხვა მოდიფიკაციების დამსახურებით, სინამდვილეში Land Rover-ის ყველაზე ექსტრემალური Defender-ის (Octa-ს) ჭეშმარიტად სარბოლო ვერსიაა. 

ბორბლის თაღები სტანდარტულზე უფრო ფართოა, რათა 35-დუიმიანი საბურავები დაიტიოს — შესაბამისად, D7X-R უფრო მაღალი და განიერია, ვიდრე Octa, რაც საშუალებას აძლევს, ქვიშაში მაღალ სიჩქარეზე მეტად სტაბილური იყოს. აქვე ვხვდებით ძირის დაცვას, Bilstein-ის ამორტიზატორებსა და, რა თქმა უნდა, უაფრთხოების სრულ კომპლექტს. 

თუ ფიქრობთ, რომ ავტომობილის საკიდარის შეცვლა ქარხნული მოდელისგან მნიშვნელოვანი გადახვევაა, მართალი ბრძანდებით, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ Defender-ს იმაზე ბევრად დიდი წონით გადაადგილება უწევს, ვიდრე ეს მის რომელიმე „თანამოძმეს“ ოდესმე მოუწევს. შორეული დისტანციის დასაძლევად, ავტომობილში კოლოსალური საწვავის ავზია მოთავსებული, რომელიც 550 ლიტრ საწვავს იტევს (Octa-ზე 6-ჯერ მეტს). 

რასაკვირველია, დაკარისთვის განკუთვნილ D7X-R-ს დამატებითი გაგრილება სჭირდება, მათ შორის ეკიპაჟისთვისაც — ამ მიზნით მანქანაში ვხვდებით Defender-ის რალის გუნდის მიერ შექმნილ Flight Mode-ს. დეტალებს არ ამხელემ, თუმცა სავარაუდოდ, ეს დაკავშირებული უნდა იყოს იმ შუალედთან, რომელსაც ქვიშის ბორცვიდან ამხტარი ავტომობილი ჰაერში ატარებს, სანამ კვლავ ქვიშას დაუბრუნდება.

სულ რაღაც 1 თვეში გავიგებთ, რა შეუძლია Land Rover-ს და არის თუ არა ახალი Defender D7X-R სახელოვანი წინაპრების ღირსეული შთამომავალი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები