ძრავა, პიკაპი, V8, Hemi, Ram
Aa
Aa

მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ Ram Hemi-ს ძრავების აწყობას ვეღარ აუდის

უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Ram-ის აღმასრულებელი დირექტორი, ტიმ კუნისკისი Stellantis-ში დაბრუნდა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, თუმცა ფაქტია, Ram აღმავლობის გზას დაადგა და კუნისკისის მმართველობა ჯერჯერობით ძალიან წარმატებულია.  

მთავარი, რაც აღნიშვნას იმსახურებს, Ram 1500-ში 5.7-ლიტრიანი Hemi V8 ძრავის დაბრუნებაა. შესაძლოა ბევრი თვლის, რომ ეს ძრავის ერთ-ერთი რიგითი ვარიანტია, თუმცა ფაქტია, პირველ 24 საათში კომპანიამ 10 000-ზე მეტი შეკვეთა მიიღო. 


როგორც კუნისკისმა დეტროიტში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, Hemi ცალკე აღებული ბრენდია. რთულია, ამ მტკიცებას შეეწინააღმდეგო — განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ზურგს სტატისტიკაც უმაგრებს. როგორც ამერიკული ბრენდის CEO-მ აღნიშნა, 3-ლიტრიან, ექვსცილინდრიან ერთრიგა ძრავა Hurricane-ის გაყიდვებს Hemi-მ ორჯერ გადააჭარბა. 

მეტიც, მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ კომპანიას მისი დაკმაყოფილების პრობლემაც კი უჩნდება. ეს საკმაოდ სასიამოვნო პრობლემაა იმის გათვალისწინებით, რომ მყიდველს, რომელიც მას ირჩევს, 1200$-ით მეტის გადახდა უწევს სტანდარტულ ექვსცილინდრიან, ორტურბინიან ძრავასთან შედარებით. თუმცა სიტუაცია იდეალური მაინც არ იქნება, სანამ Hemi-ს ძრავის მიწოდების რაოდენობა არ გაიზრდება. 

იდეალურ სამყაროში, კუნისკისი ისურვებდა, საწყობში 100 000 Hemi ედოს, თუმცა უკმაყოფილო არც ახლა ჩანს. ბრიფინგზე დირექტორმა აღნიშნა, რომ სიტუაცია მხოლოდ გაუმჯობესდება. სამწუხაროდ, მიწოდების პრობლემები ამცირებს კომპლექტაციის არჩევანსაც. ამ მომენტში Hemi-ს ძრავით ხელმისაწვდომი მხოლოდ Big Horn და Laramie კომპლექტაციებია — მსურველები ჯერჯერობით ვერ შეძლებენ, შეიძინონ სასურველი Warlock, Limited და Limited Longhorn. 

რა თქმა უნდა, ცუდი არც სტანდარტული ორტურბინიანი, 3.0-ლიტრიანი ერთრიგა ძრავაა — ის 420 ცხ.ძ-სა და 623 ნიუტონს გამოიმუშავებს, რაც მშვენიერი მაჩვენებელია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები