რესტავრაცია, Mitsubishi, დაკარი, Mitsubishi Pajero
Aa
Aa

Mitsubishi-მ ათწლეულების შემდეგ, დაკარის რალის პირველად მომგები Pajero აღადგინა

შესაძლოა, ახალგაზრდა ავტომოყვარულებმა არ დაიჯერონ, თუმცა ერთ დროს Mitsubishi რალიში დიდი სახელი იყო. Mistubishi Pajero-ს არაერთმა გამოშვებამ ლეგენდარული დაკარის რალი 12-ჯერ მოიგო (მათ შორის, შვიდი გამარჯვება ზედიზედ 2001-2007 წლებში). ახლა კი ავტომობილმა, რომელმაც დიდების ამ ეპოქას სათავე დაუდო, საკადრისი ყურადღება მიიღო.

Pajero, რომელმაც Mitsubishi დაკარში 1985 წელს პირველად წარადგინა, იაპონურმა ავტომწარმოებელმა აღადგინა. 1985 წლიდან ლეგენდარული მანქანა იაპონიაში, ოკაზაკიში იყო დაპარკინგებული, Mitsubishi-ს სამეცნიერო-კვლევით ბაზაზე და უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში არ დაძრულა. სწორედ 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად, დაკარის ვეტერანი მტვრისგან გაასუფთავეს და ძველი იერსახე დაუბრუნეს.

1985 წელს დაკარის რალი პარიზში იწყებოდა და სენეგალში, დაკარში სრულდებოდა (მოგვიანებით გადაიტანეს სამხრეთ ამერიკაში, შემდეგ კი ახლო აღმოსავლეთში). რბოლა 22 დღეზე ხანგრძლივი იყო, დისტანცია კი 10000კმ-ს აჭარბებდა. კონკურენციაში ჩართული ტრანსპორტის დიაპაზონიც ძალიან ფართოა — დაკარის რალიზე გამოდიოდნენ მოტოციკლები, Range Rover-ები, Land Cruiser-ები, Porsche 959-ები, Oper Manta-ები და ა.შ. 

ამ წინაღობების გადასალახად, Mitsubishi-მ გამოიყენა სტანდარტული პლატფორმა, რომლის წინა ხიდიც ოდნავ წინ გადაწიეს, წონის უკეთესი გადანაცწილებისთვის. ასევე, წონის შესამცირებლად ძარას პანელები ნახშირბადის ბოჭკოსგან და კევლარით არმირებული პლასტმასისგან დამზადდა, ხოლო მართვადობის გასაუმჯობესებლად რესორების ნაცვლად კომპანიამ 3-წერტილიანი უკანა საკიდარი გამოიყენა. 2.6-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ერთრიგა ძრავა 222 ცხ.ძ-ს სიმძლავრეს გამოიმუშავებდა, რომელიც ოთხივე ბორბალს ხუთსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით მიეწოდებოდა. 


სიჩქარისა და სანდოობის კომბინაციამ მძღოლებს, პატრიკ ძანიროლისა და ჟან და სილვას, გამარჯვების შესაძლებლობა მისცა, როცა მეორე Pajero-თი ენდრიუ კოვანმა და საიერ ჯონსტოუნმა მე-2 ადგილი დაიკავეს და პოდიუმზე მიცუბიშის სრული ტრიუმფი აჩუქეს. ეს დაკარზე იაპონური მწარმოებლის პირველი გამარჯვება იყო, რომელმაც სათავე მიცუბიშის ოქროს ხანას დაუდო.

როგორც ხედავთ, მიუხედავად 40-წლიანი უმოქმედობისა, ლეგენდა მშვენივრად გამოიყურება!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები