ჩინეთი, მერსედესი, ფერარი, ფერარი ეფ430
Aa
Aa

ჩინეთში რესტორნის ჭერზე Ferrari F430 თავდაყირა დაკიდეს

თუ ფიქრობთ, რომ ჩინეთის შემთხვევაში უკვე ყველაფერი ნანახი გაქვთ, ძალიან ცდებით. თუმცა ეს კონკრეტული ისტორია, ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებას სრულებით არ უკავშირდება, უბრალოდ კიდევ ერთი შეხსენებაა იმის, თუ რამდენად შორს შეიძლება შენი ფანტაზია წავიდეს, როდესაც ამისთვის საკმარისი თანხაც გაქვს.

ეს ფოტო Reddit-ზე ვირუსულად გავრცელდა, წარწერით: „ყველა დროის საუკეთესო რესტორანი“. თქვენ აქ ჩინეთის ერთ-ერთ მდიდრულ რესტორანს ხედავთ, რომლის ჭერზეც Ferrari F430 თავდაყირა კიდია. დაწესებულება შანხაიში მდებარეობს და ცნობილია, როგორც 1886 German Car Restaurant-ი. Ferrari-სთან ერთად, რესტორნის კედლებზე ავტომობილების მინი მოდელებსა და პოსტერებსაც ვხედავთ.

როგორც აღმოჩნდა, ვიზუალურთან ერთად, ამ Ferrari-ის ფუნქციური დატვირთვაც აქვს. მომხმარებლებისა და ონლაინ მიმოხილვების თანახმად, Ferrari F430 ნელა ბრუნავს და ყოველ 15 წუთში ერთხელ რეკავს. ეს ყველაფერი კი, ამ ფაქტს უფრო მეტად აბსურდულსაც ხდის.

რეალურად, უცნობია ჩინეთში თავდაყირა დაკიდებული Ferrari F30 ორიგინალ ძარაზე დაფუძნებული მოდელია, თუ უბრალოდ მისი ასლი. საინტერესოა, რომ Ferrari F430 ამ შენობაში არც ერთადერთი ავტომობილია. შემოსასვლელში Mercedes-Benz SLK 55 AMG-ია გაჩერებულია. ეს მოდელი 2004-2011 წლამდე წარმოებული R171-ია, რომელიც 5.4-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავითაა აღჭურვილი და 360 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები