საქართველო, თოვლი, გადაადგილებაზე შეზღუდვები, საერთაშორისო მნიშვნელობის გზა
Aa
Aa

უამინდობის გამო, საქართველოში, საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობა შეზღუდულია

გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საქართველოში, უამინდობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ნაწილზე გადაადგილება შეზღუდულია. არსებული დროისთვის, ყველა სახის საგზაო მოძრაობა შეზღუდულია საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე. შეზღუდვის მიზეზად ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონე სახელდება. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. 

ამასთან ერთად, ინტენსიური თოვის გამო, ამ დროისთვის შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა საერთაშორისო მნიშვნელობის (ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ85-კმ104 მონაკვეთზე (ახალციხე-ვალე). ცნობისთვის, ტერიტორიაზე ყველა სხვა ტიპის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. 

თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები