ელექტრომობილი, ჰიპერქარი, ჩინეთი, რიჩარდ ჰამონდი, გრანდ ტური, ბიუაიდი, ბივაიდი, იანგვანგ უ9 იქსტრიმი
Aa
Aa

Rimac-ის „დამტვრევის“ შემდეგ, ჰამონდმა 2 978 ცხ.ძ-იანი BYD გამოსცადა

ჩინეთის ყველაზე ექსტრემალური ახალი ჰიპერქარი ფიზიკის საზღვრებს რომ სცდება, ეს უკვე ცნობილი ფაქტია. ახლა კი ამაში დარწმუნება თავად The Grand Tour-ის ლეგენდარულმა წამყვანმა, რიჩარდ ჰამონდმა გადაწყვიტა და თან ყველას Rimac-თან დაკავშირებული ინციდენტიც შეახსენა.

YangWang U9 Xtreme ჩინური ავტომწარმოებლის, BYD-ის მდიდრული ბრენდის ნამუშევარია, რომელიც კომპანიამ გასულ წელს წარადგინა. იმავე წელს მოდელმა გერმანიაში, ATP Papenburg-ის მაღალსიჩქარიან ოვალურ ტრასაზე, ნებისმიერ წინამორბედ საწარმოო მანქანაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა და 496.22 კმ/სთ განავითარა.

თუმცა, რადგან სიჩქარის გარბენა მხოლოდ ერთი მიმართულებით შესრულდა, ორმხრივად საშუალო შედეგით, საწარმოო ავტომობილების რეკორდი ტექნიკურად კვლავ SSC-ის Tuatara-ს ეკუთვნის — 455.3 კმ/სთ.

საკუთარი ავტომობილის შესაძლებლობების უკეთ დემონსტრირებისთვის, BYD-მ ცოტა ხნის წინ რიჩარდ ჰამონდი მიიწვია. ჰამონდი შეთავაზებას დათანხმდა და პირველი დასავლელი ჟურნალისტი გახდა, რომელმაც ეს მოდელი გამოსცადა.

როგორც ჰამონდმა DriveTribe-ის თავის უახლეს ვიდეოში თავადვე იხუმრა, მას „კარგი“ რეპუტაცია აქვს სწრაფი და ულტრამძლავრი ავტომობილების მართვაში. მან 2017 წლის ინციდენტი გაიხსენა, როდესაც The Grand Tour-ის გადაღებისას სრულიად ახალი, 1 224 ცხენის ძალის მქონე ელექტრო Rimac Concept One დააზიანა. 2006 წელს კი 460 კმ/სთ-ით შეჯახების შედეგად მძიმედ დაშავდა. მსგავსი წარსულის მიუხედავად, BYD, რა თქმა უნდა, მას ბოლომდე ენდო და თავისი U9 Xtreme ანდო.

თუმცა ეს არაა ერთადერთი შემთხვევა, რომელიც ჰამონდმა ვიდეო ჩინეთდან შემოგვთავაზა. გასული წლის ბოლოს ის Top Gear-ის ჩინურ ვერსიაში გამოჩნდა და თანაწამყვანებთან ერთად სამი ახალი ელექტრომობილი გამოსცადა: Xiaomi SU7 Ultra, YangWang U9 და Maextro S800.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები