პოლიცია, აშშ, დევნა
Aa
Aa

კაცი, რომელიც ძაღლს ავტომობილის მართვას ასწავლიდა, მაღალსიჩქარიანი დევნის შემდეგ დააკავეს

ეჭვმიტანილის ავტომობილი ავარიის შემდეგ ევაკუატორით წაიყვანეს.

რამდენიმე დღის წინ, ამერიკაში, ვაშინგტონის შტატში, ქალაქ ლეიქვუდში მაღალსიჩქარიანი დევნის შემდეგ პოლიციელებმა ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელიც თავს იმით იმართლებდა, რომ მძღოლის ადგილას ძაღლი იჯდა.

ამ კურიოზული ინციდენტის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია CNN გვამცნობს.

პოლიციის თანამშრომლის ჰეზერ ექსტმანის ინტერვიუდან ვიგებთ, რომ ავტომობილის 2 მცირე ავარიის შემდეგ, რომელიც დაგვიანებული დამუხრუჭებით იყო გამოწვეული, საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა 911-ში არაერთხელ დარეკეს და მძღოლის არაადეკვატური მართვა ახსენეს.

ექსტმანმა CNN-თან ინტერვიუში ახსენა, რომ ეჭვმიტანილის დევნა 170 კმ/სთ სიჩქარით მიმდინარეობდა. როდესაც პატრულის ერთ-ერთი ეკიპაჟი ეჭვმიტანილის ავტომობილს გვერდით გაუტოლდა, პოლიციელებმა შეამჩნიეს, რომ მძღოლის ადგილას პიტ ბული იჯდა, ხოლო ეჭვმიტანილი აქსელერატორის საფეხურისა და საჭის მეშვეობით ავტომობილს მგზავრის სავარძლიდან ავტომობილს მართავდა.

მაღალსიჩქარიანი დევნა, პოლიციის მიერ სპეციალური გასაშლელი ეშვების მეშვეობით საბურავების დაშვებით დასრულდა. როდესაც ეჭვმიტანილი დააკავეს, თავს იმით იმართლებდა, რომ ძაღლს მართვას ასწავლიდა და ავარიები მისი ბრალი არ იყო.

ექსტმანმა, პოლიციის PR დეპარტამენტის თანამშრომელმა, ინტერვიუში ახსენა, რომ მისი 12-წლიანი სამუშაო სტაჟის განმავლობაში, ასეთი გამართლება პირველად გაიგო.

ვაშინგტონის შტატის პატრულმა ავტომობილის მფლობელი დააკავეს და ბრალდება უგუნურ მართვაში, დარტყმა-გაქცევაში, აფექტის ქვეშ ავტომობილის მართვასა და დანაშაულის არიდებაში დაადეს და 8 500$-ით დააჯარიმეს.

რაც შეეხება პიტ ბულს, ის ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები