სუვი, ჯიპი, ევროპა, იტალია, ჯიპ ევენჯერი
Aa
Aa

Jeep-ის ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი ეს SUV-ი იტალიაში ძალიან პოპულარულია

2023 წელს Jeep-ის მიერ სპეციალურად ევროპული ბაზრისთვის პატარა, დაკუნთული SUV-ის გამოშვება, შეიძლება ითქვას, რისკი იყო — რისკი, რომელმაც ძალიან გაამართლა. ჯერჯერობით, მოდელი შესანიშნავად გამოიყურება და გამოშვების დღიდან მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ Stellantis-ი, ალბათ, ნანობს მოდელის სხვა ბაზრებზე არგაშვებას.

2025 წლის შუაში Jeep-მა Avenger-ზე 200 000 შეკვეთაზე მეტი მიიღო — განსაკუთრებით პოპულარული SUV-ი იტალიურ ბაზარზეა. მოდელი სამხრეთევროპულ ქვეყანაში თებერვლის თვის ყველაზე გაყიდვად ავტომობილებს შორს მე-2 იყო და მხოლოდ ადგილობრივ Fiat Pandina-ს ჩამორჩა.



თუ რიცხვებამდე დავკონკრეტდებით, Avenger-ზე არჩევანი მხოლოდ თებერვალში 5893-მა იტალიელმა შეაჩერა, რაც ახალი ავტომობილების ადგილობრივი ბაზრის 3.7%-იან წილს ნიშნავს. Fiat Pandina კი, ალბათ, მიუწვდომელი სიმაღლეა, რადგან ის 12 612-მა მძღოლმა შეიძინა. მიუხედავად ამისა, Jeep-ის მოდელმა აჯობა ისეთ მოდელებს, როგორებიც Fiat Grande Panda და Leapmotor T03 არიან, რომლებიც იტალიაში ძალიან მოსწონთ.

რაც აქამდე ითქვა, ყველაფერი Stellantis-ისთვის შესანიშნავი სიახლეებია, რადგან ჩამოთვლილთაგან თითოეული ბრენდი სწორედ ამ ტრანსატლანტიკური კორპორაციის ქოლგის ქვეშ ერთიანდება.


ცხადია, Avenger-ი ერთი თვის „საოცრება“ არ არის, ის 2024-2025 წლებში იტალიის ყველაზე გაყიდვადი SUV-ი იყო და, როგორც ჩანს, ამ დუბლის ჰეთ-ტრიკად ქცევას 2026 წელს აპირებს.

რატომ არის Avenger-ი ასეთი პოპულარული?

Jeep-ის პროდუქტის პოპულარობის მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, მისი ზომაა — ის ამერიკულთან შედარებით ვიწრო ევროპული ქუჩებისთვის საკმაოდ პატარაა და ამავდროულად, ამერიკული ბრენდის „კუნთებსაც“ ატარებს.

მე-2 მიზეზი მრავალფეროვნებაა, რომელსაც ჯიპი ევროპელ მომხმარებელს სთავაზობს. 1.2-ლიტრიანი ბენზინის ძრავის გარდა, მომხმარებელს შეუძლია არჩევანი 48-ვოლტიან მაილდ-ჰიბრიდზე შეაჩეროს, რომელიც ამ ძრავას 28-ცხენისძალიან ელექტროძრავასაც უმატებს. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია როგორც მოდელის სრულად ამძრავი, დამუხტვადი ჰიბრიდული, ისე სრულად ელექტრო ვერსიაც. ერთი სიტყვით, Jeep Avenger-ი ნებისმიერი მძღოლის პრიორიტეტებს ითვალისწინებს...  

 

მსგავსი სიახლეები