ფოლცვაგენი, ფოლკსვაგენი, სოსისი
Aa
Aa

ფოლკსვაგენის ყველაზე გაყიდვად პროდუქტს ავტომობილებთან საერთო არაფერი აქვს

ვიცით, რომ Volkswagen-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელია, მაგრამ იცოდით, რომ მისი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი ავტომობილი სულაც არ არის? მეტიც, ის არც მისი სათადარიგო ნაწილია. საუბარია პროდუქტზე, რომელსაც უფრო ხშირად ლუდთან ერთად შეუკვეთავდით — ეს Volkswagen-ის სოსისია.

ვოლფსბურგის ქარხანაში, სადაც ცნობილი Golf-ი და Tiguan-ი იწყობა, 1973 წლიდან კიდევ ერთი ხაზი მუშაობს. აქ Currywurst-ი იწარმოება — გერმანული სოსისი, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ქარხნის მუშების გამოსაკვებად შეიქმნა. დროთა განმავლობაში პროდუქტი ქარხნის ფარგლებს გასცდა და სუპერმარკეტებსა და სტადიონებზე გამოჩნდა. 

ასევე იხილეთ: 10 საუკეთესო „ცხელი ჰეჩბეკი“, რომელმაც დროს გაუძლო

შედეგი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა: 2015 წელს Volkswagen-მა 7.2 მილიონი სოსისი აწარმოა, მაშინ როცა იმავე პერიოდში კომპანიამ 5.8 მილიონი ავტომობილი გაყიდა. მას შემდეგ სოსისი სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერობას და ხშირად გაყიდვებით ავტომობილებს უსწრებს. ცხადია, პროდუქტებს მხოლოდ გაყიდვების რაოდენობრივი მაჩვენებლით ვადარებთ — VW Group-ის მოგების უდიდესი წილი მაინც ავტოინდუსტრიაზე მოდის. 

კომპანია ამ უცნაურ წარმატებას იუმორით უდგება. თითოეულ სოსისზე დატანილია დამღა Volkswagen Originalteil, ზუსტად ისე, როგორც ძრავის დეტალებზე ან სამუხრუჭე ხუნდებზე. მეტიც, სოსისს საკუთარი ოფიციალური სერიული ნომერიც კი აქვს (Part No. 199 398 500 A). რა თქმა უნდა, კომპანია შესაბამის კეტჩუპსაც აწარმოებს, რათა კომპლექტი სრული იყოს.

ამ პროდუქტის მნიშვნელობა განსაკუთრებით 2021 წელს გამოჩნდა, როდესაც კომპანიამ ერთ-ერთ სასადილოში ხორცის სოსისის ვეგეტარიანული ალტერნატივით ჩანაცვლება სცადა. თანამშრომლების მხრიდან წამოსული პროტესტი იმდენად მყისიერი და ძლიერი იყო, რომ ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, ტრადიციული მენიუ დაებრუნებინა. დღეს წარმოებული სოსისების 40%-ს კვლავ თანამშრომლები მიირთმევენ, დანარჩენი კი მთელ მსოფლიოში იყიდება.

მსგავსი სიახლეები