90-იანები, მაზერატი, ტურბო, კუპე, იტალიური დიზაინი, შამალი
Aa
Aa

Maserati Shamal - იტალიური სულისკვეთება

Maserati-ს სამიზნე ყოველთვის შარმიანი და ყველასგან განსხვავებული ავტომობილების შექმნა იყო. ამ კომპანიამ არაერთი ავტომობილი შექმნა, რომელსაც სხვა ავტომობილებთან არანაირი მსგავსება არ აქვთ და ყველაფრით გამორჩეულია. 1990 წელს ამ იტალიური კომანიის მიერ შესრულებული Maserati Shamal-ი ვიხილეთ - ავტომობილი, რომელიც არაფერს არ ჰგავს და ყველასგან გამოირჩევა.

Shamal-ის ვიზუალური მონაცემები არა თუ 90-იანებისთვის იყო უჩვეულო, არამედ თანამედროვე ცხოვრბეშიც კი თვალში მოხვედრისას სამუდამოდ დაგვამახსოვრებს თავს. 6-წლიანი წარმოების პერიოდში სულ რაღაც 369 ერთეული გამოუშვეს, დასანანია, რომ მსგავსი ავტომობილი ასეთი მცირე რაოდენობით არსებობდა. ეს მოდელი სპორტული „კუპე“ იყო, შესაბამისად მისი აგრეგატებიც ქმედუნარიანები უნდა ყოფილიყო. V-ტიპის 8-ცილინდრიან ძრავას, რომლის მოცულობაც 3.2 ლიტრი იყო, ორი ტურბო ჰქონდა შეთავსებული. პირველი ტურბო მოქმედებას 2500 ბრუნზე იწყებდა, შესაბამისად ავტომობილის ნებისმიერ სიჩქარეში აჩქარება პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენდა. ორივე ტურბო წყლით გაგრილებადი იყო და ორივეს დამოუკიდებელი ჰაერის გაგრილების მქონე რადიატორებიც ჰქონდა. Maserati Shamal-ს 2-განყოფილებიანი საწვავის კვების სისტემა ჰქონდა, რომელსაც Weber-Marelli აწარმოებდა. ამ ყველაფრის ერთობლიობა 326 ცხენისძალასა და 432 ნიუტონს გამოიმუშავებდა. 0-100 აჩქარებას ავტომობილი 5 წამში ახერხებდა, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე კი 275 კმ/სთ-ს აღწევდა. Shamal-ი 1400 კილოგრამს იწონიდა, შესაბამისად მისი მართვა ძალიან ნატურალური და სახალისო იყო. 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის და და დაბალ ბრუნებზე დიდი ძალის მეშვეობით მე-6 სიჩქარით შეგეძლოთ 50 კმ/სთ-ით გადაადგილებულიყავით უპრობლემოდ, მიუხედავად იმისა, რომ ძრავის ბრუნვის მაჩვენებელი სულ რაღაც 1000-ის ნიშნულთან იქნებოდა გაჩერებული.

 MP: 45k-Mile 1992 Maserati Shamal | PCARMARKET

ავტომობილს 16-იანი უალამაზესი OZ-ის დისკები ჰქონდა, თუმცა ამ ძალის მქონე მანქანისთვის შესაბამის მოჭიდებას გზის საფართან ვერ უზრუნველჰყოფდა. Shamal-ის უკანა დიფერენციალი Torsen-ის ბლოკირებით იყო არჭურვილი, თუმცა მცირე ზომის საბურავების გამო მესამე სიჩქარეში უეცარი აჩქარების დროსაც კი ბუქსაობდა.

 ინტერიერი ნამდვილი იტალიური კლასიკა იყო. მასში ისეთ ძვირადღირებულ ელემენტებს შევხდებოდით, როგორიც იყო ნატურალური ტყავი, ალკანტარა და Maserati-ის მოოქროვილი საფირმო საათი იყო. გარე ვიზუალიდან ყველაზე შესამჩნევი 90-იანი წლების Maserati-ს სავიზიტო ბარათი იყო, რომელიც უკანა ფრთის არასტანდარტულ და კუთხოვან დიზაინს გულისხმობდა.

 MP: 45k-Mile 1992 Maserati Shamal | PCARMARKET

Maserati Shamal-ის წარმოება მასიური არ ყოფილა, კომპანიას თავიდანვე არ ჰქონია მსგავსი ჩანაფიქრი, ეს ავტომობილი იმის დემონსტრირება იყო, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ინდივიდუალური სტილისა და სპორტული ხასიათის სინთეზი ისე, რომ ნაკლი ვერავის აღმოეჩინა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები