აუქციონი, სუპერქარები, ჯერემი კლარკსონი, ფერარი, ფერარი ეფ355 ჯითიესი
Aa
Aa

აუქციონის რეკორდი ჯერემი კლარკსონის კიდევ ერთმა ავტომობილმა მოხსნა

ჯერემი კლარკსონმა თავის Ferrari F355 GTS-ს ერთხელ „მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ავტომობილი“ უწოდა. ბირმინგემში გამართულ Iconic Auctioneers-ის აუქციონზე მყიდველები ამ შეფასებას აშკარად დაეთანხმნენ — 1996 წლის სპორტქარი 405 000 ფუნტ სტერლინგად (დაახლოებით $533 000) გაიყიდა, რაც ამ მოდელისთვის ცოცხალ აუქციონებზე დაფიქსირებული მსოფლიო რეკორდია.

ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ერთმა მჭედელმა ბიჭმა Ferrari

ვაჭრობა 2026 წლის 14 ნოემბერს დასრულდა და საბოლოო ფასმა აუქციონის სახლის წინასწარ შეფასებას თითქმის ორჯერ გადააჭარბა. Iconic Auctioneers-ის დირექტორის, რობ ჰაბარდის თქმით, რეკორდული ფასის მთავარი განმაპირობებელი ავტომობილის იდეალურად დოკუმენტირებული წარსული გახდა — თავდაპირველად კლარკსონმა ავტომობილი სრულიად ახალი, Maranello Sales-ის სადილეროში შეიძინა და 1996 წლის აგვისტოში ჩაიბარა, რასაც ორიგინალი საგარანტიო ბარათი და შეკვეთის მიმოწერა ადასტურებს.

მოგვიანებით ტელეწამყვანმა F355 GTS გაზეთ Sunday Times-ის მკითხველთა გათამაშებაში პრიზად გასცა, რაც მის ისტორიას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. სპორტქარს დაახლოებით 24 460 კილომეტრი აქვს გავლილი. შენარჩუნებულია ქარხნული 3.5-ლიტრიანი V8 ძრავა და ლეგენდარული 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი. ავტომობილი კლასიკურ Rosso Corsa წითელ ფერშია შეღებილი და აღჭურვილია Crema ტყავის სალონითა და ქარხნული კარბონის სპორტული სავარძლებით. 

აუქციონის რეკორდი ჯერემი კლარკსონის კიდევ ერთმა ავტომობილმა მოხსნა — ფოტო 1
აუქციონის რეკორდი ჯერემი კლარკსონის კიდევ ერთმა ავტომობილმა მოხსნა — ფოტო 2
აუქციონის რეკორდი ჯერემი კლარკსონის კიდევ ერთმა ავტომობილმა მოხსნა — ფოტო 3
აუქციონის რეკორდი ჯერემი კლარკსონის კიდევ ერთმა ავტომობილმა მოხსნა — ფოტო 4
აუქციონის რეკორდი ჯერემი კლარკსონის კიდევ ერთმა ავტომობილმა მოხსნა — ფოტო 5

კლარკსონის Ferrari ერთადერთი რეკორდსმენი არ ყოფილა ბირმინგემის აუქციონზე, რომლის ჯამურმა ბრუნვამ 14.2 მილიონი ფუნტი შეადგინა — მისი სამი ყოფილი სატელევიზიო ავტომობილი ჯამში 160 312 ფუნტად გაიყიდა. მათ შორის 1982 წლის Lancia Montecarlo Spider-მა £69 188 მოაგროვა და მოდელის მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ კლარკსონის F355 GTS-ის შედეგი 2026 წლის შემოდგომის Ferrari-ს რეკორდების სერიას შეუერთდა — მანამდე ცალკეულ აუქციონებზე საკუთარი მოდელების რეკორდები მოხსნეს მაიკლ ჯორდანის ყოფილმა Ferrari 550 Maranello-მ და იშვიათმა Ferrari F50-მა.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    აუქციონზე კენ მაილსის Shelby Cobra იყიდება — ფასი 25 მილიონს აჭარბებს
    აუქციონზე კენ მაილსის Shelby Cobra იყიდება — ფასი 25 მილიონს აჭარბებს