Aa Aa
1 სექტემბერი 2021  |  10:45

ყველა დროის 10 საუკეთესო Lamborghini

Lamborgini-ს წარმოშობის ისტორია ყველასთვის კარგად ცნობილია. ფერუჩიო ლამბორგინი ენცო ფერარისთან ერთად სადილობდა. მან თქვა, რომ ბოლო სპორტული წითელი ავტომობილით კმაყოფილი არ დარჩა. ეს ენცოს არ მოეწონა და ასე დაიწყო ტიპური იტალიური კამათი. მან ფერუჩიო საკუთარი სპორტული ავტომობილის ასაწყობად დაპატიჟა. ასე დაიბადა Lamborghini.

მას შემდეგ, ბევრი ძლიერი და სწრაფი „ხარი“ შეიქმნა. ამ სიაში კი თქვენ მათგან ყველა დროის 10 საუკეთესოს შეხვდებით.

LAMBORGHINI 350 GTV

ენცოსთან კამათმა მსოფლიოში პირველი Lamborghini-ს შექმნა გამოიწვია. 350 GTV, რომელსაც V12 ძრავა ჰქონდა, სერიული წარმოების 350 GT-ს წინამორბედი იყო. Carrozzeria Sargiotto-ს დიზაინმა მისი კონკურენტი Ferrari ძველმოდურად აქცია.

პირველი ავტომობილიდან, ფერუჩიოს ექსპერიმენტების ჩატარება უყვარდა. GTV-ს მაყუჩის 6 მილი ჰქონდა.

LAMBORGHINI MIURA SV 

ამ ავტომობილის გენიალური დიზაინი ბერტონემ და განდინიმ შექმნეს. მსოფლიოში ყველაზე სწრაფის ტიტულს 1966 წლიდან 1973 წლამდე ინარჩუნებდა. ფანტასტიკური 3.9-ლიტრიანი V12 ძრავა 380 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაქსიმალური სიჩქარე 273.5 კმ/სთ.

ახლა Miura SV $3 მილიონზე მეტი ღირს. იტალიაში წარმოებულ ერთ-ერთ საუკეთესო ავტომობილად მიიჩნევა. მაშუქებს ზემოთ თითქოს წამწამები აქვს, რაც მას უნიკალურ სტილს მატებს.  

LAMBORGHINI COUNTACH


რით უნდა ჩაენაცვლებინათ ლეგენდარული Miura? ერთადერთი მიზეზი რის გამოც Miura-მ ყველაზე სწრაფი ავტომობილის სტატუსი დაკარგა, იყო ის, რომ Lamborghini-მ უფრო სწრაფი ავტომობილის, ყოვლისშემძლე Countach-ის გამოშვება გადაწყვიტა. მისი 4.8-ლიტრიანი V12 ძრავა 375 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ ავტომობილს იმ დროისთვის თვალისმომჭრელი აჩქარება ჰქონდა. 0-100კმ/სთ-მდე 5.6 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე - 315კმ/სთ.

ამ უნიკალური დიზაინის მქონდე ავტომობილმა თამაში მთლიანად შეცვალა. Countach-ი 1974 წლიდან 1990 წლამდე გამოდიოდა.

LAMBORGHINI DIABLO

Lamborghini Diablo რთულ პირობებში დაიბადა. კომპანიას ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ის Chrysler-მა შეიძინა. მას დიზაინი სამჯერ შეუცვალეს. ასე დაიბადა ყველა დროს ერთ-ერთი საუკეთესო „ხარი“. ლოდინად ნამდვილად ღირდა.  

თავდაპირველად 5.7-ლიტრიანი V12 ძრავა ჰქონდა. 0-100კმ/სთ-მდე 4.5 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე - 325კმ/სთ. მოგვიანებით გამოსულ VT მოდელს კომპანიის ისტორიაში პირველად ოთხივეწამყვანი სისტემა ჰქონდა.

LAMBROGHINI LM002

ეს ავტომობილი თავდაპირველად სამხედრო პროექტი იყო. მას კონკურენცია HUMVEE-სთვის უნდა გაეწია. 4x4 ავტომობილის Countach-ის ლეგენდარული V12 ძრავა ჰქონდა.  

Urus-ი კომპანიის პირველი სუვი არ ყოფილა, რადგან LM002 1986 წელს გამოვიდა. მას საუკეთესო ყველგანმავალ შესაძლებლობებს Pirelli-ს უდაბნოს საბურავები განაპირობებდა.

LAMBORGHINI MURCIELAGO


როცა Volkswagen-მა Lamborghini იყიდა, ენთუზიასტებს ეშინოდათ, რომ გერმანული ბრენდი ხარს რქებს მოუგრეხდა. Lamborghini Murcielago-მ კი მათ საწინააღმდეგო დაუმტკიცა.  

9-წლიანი არსებობის განმავლობაში „დიდი ხარი“ რამდენადმე გაიზარდა. მისი ყველაზე ძლიერი ვარიანტები SV, ან 661-ცხენისძალიანი, ფრთიანი მონსტრი SuperVeloce.

LAMBORGHINI URUS


ბევრ თქვენგანს ამ ავტომობილის სიაში დანახვა გააკვირვებს. თუმცა, სანამ განაჩენს გამოიტანთ, კარგად დაფიქრდით. Urus-ი ავტომწარმოებლის პირველი 4X4 ავტომობილი არ არის. თუმცა, ის კომპანიის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. მან Lamborghini-ს მომავალი გადაარჩინა.

Urus-ში არც V12 და არც V10 დევს, არამედ ორტურბინიანი V8, რომელიც 641 ცხენის ძალას და 850 ნმ მაბრუნ მომენტს აწარმოებს. 2,2 ტონიანი ხარი 0-დან 100 კმ/სთ-ს 3.6 წამში ავითარებს. თანაც მას წარმოუდგენელი ყველგანმავალი შესაძლებლობები აქვს.

LAMBORGHINI ESPADA


ეს ავტომობილი ბერტონეს კიდევ ერთი შედევრია. Espada გენიალური დიზაინის 2+2 GT მოდელია, რომელსაც V12 ძრავა აქვს. თუ Lamborghini-თ ბავშვების სკოლაში წაყვანა გინდოდათ, მაშინ ეს ავტომობილი საუკეთესო არჩევანი იყო.

ამ ავტომობილზე უდიდესი გავლენა კი Marzal კონცეპტმა მოახდინა.

LAMBORGHINI ESSENZA SCV1

ეს იქნება ბოლო ავტომობილი Lamboghini-ს კლასიკური V12 ძრავით. ეს ავტომობილი მხოლოდ სარბოლო ტრასებისთვისაა. მისი ატმოსფერული 12-ცილინდრიანი ძრავა 818 ცხენის ძალასა და 759 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. „გედის სიმღერისთვის“ ეს მშვენიერი ავტომობილია.

Lamborghini Essenza SCV12 მხოლოდ 40 ეგზემპლარად აიწყობა და თითოეულის ფასი £1.9 მილიონი იქნება.

LAMBORGHINI SESTO ELEMENTO

2010 წელს ეს მხოლოდ ტრასებისთვის განკუთვნილი ავტომობილი მხოლოდ 20 ეგზემპლარად აიწყო.  Sesto Elemento Gallardo-ზე იყო დაფუძნებული. Sesto Elemento ქართულად მეექვსე ელემენტს ნიშნავს. პერიოდულ სისტემაში კი მეექვსე კარბონია.

ეს ავტომობილი მხოლოდ 999 კილოგრამს იწონის და დღემდე ის ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი „ლამბოა“. მისმა დიზაინმა გავლენა V10-ძრავიან Lamborghini Huracan-ზე იქონია.

გაზიარება: