Aa Aa
23 ივნისი 2022  |  16:20

6 რამ, რაც R129 Mercedes SL-ზე უნდა იცოდეთ

უბერებელი სტილი და ლეგენდარული ხარისხი: Mercedes-Benz R129 SL როდსტერს Mercedes-Benz-ი 1989-2001 წლებში უშვებდა. R129-მ R107 ჩაანაცვლა. ეს ავტომობილი იმ დროისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებით იყო სავსე. მყარი სახურავი მექანიკურად ეხსნებოდა. მისი ჩანაცვლება ნაჭრის სახურავით შეიძლებოდა.

ნამდვილმა ავტომოყვარულმა ამ ავტომობილზე ბევრი რამ იცის. ამ სტატიაში კი ჩვენ ნაკლებად ცნობილ ფაქტებს შემოგთავაზებთ:

ის იმაზე მძიმეა, ვიდრე უნდა ყოფილიყო


როგორც იცით, SL სუპერ მსუბუქს ნიშნავს. ორიგინალი სარბოლო 300SL მხოლოდ 870 კილოგრამს იწონიდა. საგზაო ავტომობილი უფრო მძიმე იყო. თუმცა, R129-მ ეს სახელი ცოტათი დასაცინი გახადა.

500-სა და 600 SL-ის 0-100კმ/სთ-მდე აჩქარების და 402 მეტრის ტესტმა აჩვენა, რომ მიუხედავად ერთი ლიტრით და ოთხი ცილინდრით მეტის ქონისა, 600 5-ლიტრიან V8 ძრავიან ანალოგზე ნელია. ეს ყველაფერი კი იმით არის გამოწვეული, რომ V12-ს წონა ორ ტონას სცდება. V8-ძრავიანი 500 კი 1.8 ტონას იწონის. რაც არ უნდა მიმზიდველი იყოს V12, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წარმადობის კუთხით V8 უფრო მაღალ დონეზე დგას. 

ინოვაციური ტექნოლოგიებით სავსე იყო


მხოლოდ სავარძელს 20 დაპატენტებული ნაწილი ჰქონდა. მათ შორის, უსაფრთხოების ღვედი, რომელიც თავის მისადების სიმაღლეზე ავტომატურად იწეოდა და დაბლდებოდა.

ეს იყო პირველი SL, რომელსაც დამუხრუჭების დამხმარე სისტემა, სტაბილურობის კონტროლი, აქტიური ამორტიზაცია და საკიდარი კლირენსის ავტომატური რეგულირებით ჰქონდა. ამ ყველაფერს წვიმაზე მგრძნობიარე საწმენდები ემატებოდა. ასევე სისტემა, რომელიც ადგენდა იჯდა თუ არა მგზავრის სავარძელში ვინმე და საჭირო იყო თუ არა უსაფრთხოების ბალიშის გახსნა. მოკლედ რომ ვთქვათ, SL-ი ტექნოლოგიებით იყო დატვირთული.

ამ ტექნოლოგიებს შორის გადაბრუნების კარკასი გამოირჩეოდა


საყრდენი კარკასი ამ ტიპის ავტომობილებში უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ მისი მუდმივად დანახვა ყოველთვის სასიამოვნო არ არის. ამიტომ ამოსაწევი კარკასი იდეალური ვარიანტია.

დიახ. ის ჰიდრავლიკურია. მაგრამ ჰიდრავლიკა მას არა ზემოთ წევს, არამედ ჩაწეულ მდგომარეობაში აჩერებს. ჰიდრავლიკის ძალა ზამბარებს შეკუმშულად ტოვებს და ისინი პოტენციური ენერგიითაა სავსე. როცა კომპიუტერი და სენსორები გადაბრუნებას დაადგენს, ჰიდრავლიკა უბრალოდ მონსტრს ათავისუფლებს. კარკასის ბოლომდე გასაშლელად სამი მეათედი წამია საჭირო. თუ ჰიდრავლიკა გიმტყუნებთ და უბრალოდ სეირნობისას გაიხსნება, ძალიან შეგაშინებთ. თუმცა გადაბრუნების დროს ბოლომდე დაგიცავთ.

ეს იყო პირველად, როცა SL-ში V12 ჩასვეს

ჩვენი თაობის ადამიანისთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ როდისღაც SL-ში V12 ძრავა არ იდო. 4 თაობა გახდა საჭირო იმისთვის, რომ ეს ძრავა კაპოტის ქვეშ ჩატეულიყო.

სიტყვა „ჩატეულიყო“ ტყუილად არ გვიხსენებია. რეალურად R129 SL-ში V12-ის ჩასატევად ძრავის სივრცის გაფართოება დასჭირდათ.

პრინცესა დაიანა მისი მართვის გამო გააკრიტიკეს

პრინცესა დაიანას კრიტიკა მაშინდელი გამოცემების საყვარელი საქმიანობა იყო. ღალატად მიიჩნიეს, როცა მან თავისი Jaguar XJS-ი 500 SL-ში გაცვალა. ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მხარს ადგილობრივ ავტოწარმოებას უჭერდა.
პრინცესა იძულებული გახდა, რომ Mercedes-ზე უარი ეთქვა და უკან დაებრუნებინა. მან პირობა დადო, რომ ავტომობილებს მხოლოდ სამეფო პარკიდან გამოიყენებდა. შემდეგ საჯარო გამოსვლაზე ასეც მოიქცა და ხალხში Vauxhall Senator-ით გამოჩნდა, რომელიც გერმანიაში იწყობოდა.

Mercedes-ი იმ SL-ს შტუტგარტში, მუზეუმში ინახავს და G-Wagen Popemobile-ის გვერდით აქვს გამოფენილი.

გაზიარება: