Aa Aa
6 სექტემბერი 2021  |  18:25

Top 8 იაპონური Kei ავტომობილი: პატარა, მაგრამ მუშა

ზომის მიუხედავად, ასეთი ავტომობილები ინჟუნრულ შედევრსა და უცნაურ გასართობ ავტომობილებს წარმოადგენენ.

ომის შემდეგ იაპონური მთავრობის დავალებით შექმნილმა keijidosha-მ – „მსუბუქი მანქანა", უნივერსალურად შემოკლებული ფორმა „kei” - მოტოციკლისტების ავტომობილებზე გადაჯდომას შეუწყო ხელი. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში შეზღუდვები შეიცვალა, ყველა Kei მანქანის ზომები და ძრავები შეზღუდული გახლდათ. მათ ცხენის ძალების სპეციალურად დაწესებული ზღვარიც ჰქონდათ. ახლა ლიმიტი 660cc-ზე და 64 ცხენის ძალაზეა და ის სტანდარტს 1990-იანი წლებიდან წარმოადგენს.

ასეთი ტიპის მანქანების წარმოებით უამრავი ინოვაციაა შექმნილი. მოდელები არამარტო პრაქტიკული, არამედ გასართობიცაა. საყვარელი პროპორციებისა და ბავშვური გამოხედვის მქონე მოდელები სპორტულ ხასიათსაც ატარებს.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე kei ავტომობილები ჯერ კიდევ პოპულარულია, მწარმოებლები ძირითადად ვენის სტილის ოთხკუთხედ მანქანებს უშვებენ. თუმცა, ისტორიის განმავლობაში უამრავი საინტერესო JDM kei გამოსულა, რომლებსაც ჩვენი სტატიით გაგაცნობთ.

1963-1970 Honda S500/S600/S800


S500 ავტოსამყაროს მარგალიტია და ის Honda-ს ჭკვიანური და პრაქტიკული ინჟინრული გადაწყვეტების ნაკრებს წარმოადგენს. ის მცირე ზომის 4-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავით იყო აღჭურვილი, რომლის მახსიმალური ბრუნიც 9 500rpm-ით იყო განსაზღვრული. აგრეგატის მოცულობა 0.5 ლიტრი გახლდათ და მას ოთხი კარბურატორი ჰქონდა. დროთა განმავლობაში ცილინდრების სამუშაო მოცულობა გაიზარდა, კუპე ვერსია აიწყო და ტექნოლოგიურად კიდევ უფრო დაიხვეწა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თავდაპირველი S-სერიების მოდელები რომ არა, ათწლეულების შემდეგ S2000-იც არ იარსებებდა.

1987-2000 Suzuki Alto Works-ი


პატარა Alto არამხოლოდ იაპონიის ბაზრისთვის, არამედ ჩრდილოეთ ამერიკისთვისაც იწარმოებოდა. შტატებში ის Swift-სა და Geo Metro-ს სახელს ატარებდა. მოგვიანებით Suzuki-მ მოდელის ტურბინით აღჭურვა გადაწყვიტა. ყველაზე გამორჩეული ვერსია კი Works-ის სახელით 1987 წელს გამოვიდა. 3-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავით წარმოდგენილ მოდელს აეროდინამიკური დანამატები და ლამაზი გაფორმება ჰქონდა. Works-ი სრულად ამძრავიც იყო.

1991-1996 Honda Beat-ი


მაშინ, როდესაც ამერიკელები Toyota Supra-თი, Acura NSX-ით, Mitsubishi 3000GT-თა და Mazda RX7-ით იღებდნენ სიამოვნებას, მშობლიურ ბაზარზე kei ავტომობილების „ბუმი“ იყო. Honda Beat-ი კი ამ სუბკულტურას საუკეთესოდ გამოხატავდა. Beat-ი ორადგილიანი, შუაძრავიანი გასართობი ავტომობილია, რომელიც კორპუსქვეშ 64 ცხენის ძალას მალავს. ის ატმოსფერული ძრავით იყო აღჭურვილი, რომლის მოცულობაც 660cc-ით იყო განსაზღვრული. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ მოდელის დიზაინი Pininfarina-ს ეკუთვნის. დღეს კი Honda Beat-ი კლასიკად ითვლება.

1992-1994 Autozam (Mazda) AZ1


Honda Beat-მა kei სპორტული ავტომობილების ტრიოს დამკვიდრებას ჩაუყარა საფუძველი, მაგრამ Autozam AZ-1 სეგმენტის გამორჩეული წარმომადგენელია. მისი ყოველი სანტიმეტრი უნიკალური იყო - დაწყებული პეპლისებრი კარებით, დამთავრებული ჰაერის შემშვებებით. მას Ferrari F40-ის სტილის უკანა ფრთაც ჰქონდა. მოდელი Suzuki-ს ძრავით იყო აღჭურვილი: ტურბინიანი ტრანსვერსულად განთავსებული სამცილინდრიანი ერთრიგა ძრავა 63 ცხენის ძალასა და 85ნმ-ს გამოიმუშავებდა. მაქსიმალური ბრუნი კი 9000-ს შეადგენდა. სხვა kei ავტომობილების მსგავსად, ის სწრაფი არ არის, თუმცა საოცრად სასიამოვნო სამართავია.

1991-1998 Suzuki Cappuccino


Bubble Era-ს სპორტული ტრიოს მესამე წევრი წინაძრავიანი უკანაწამყვანი Suzuki Cappucino-ა. მისი დიზაინი საკმაოდ დიდი უცნაურობით ხასიათდება. დახურული სახურავის მდგომარეობაში იფიქრებთ, რომ ის "ტარგაა". თუმცა, რეალურად, ის ჩვეულებრივი კაბრიოლეტია. ის, რაც მოდელს გამორჩევდა მანევრულობაა. წონის იდეალური გადანაწილების გამო მისი მართვა ერთი სიამოვნებაა. Cappuccino-ს წონა 700კგ-ს შეადგენს. მისი 63-ცხენისძალიანი სამცილინდრიანი ერთრიგა ძრავა კი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მანქანა გაღიმებულმა მართოთ.

1994-2012 Mitsubishi Pajero Mini


ორიგინალი Mitsubishi Pajero Isuzu Trooper-ის, Toyota Land Cruiser-ის და Nissan Petro-ის კონკურენტი გახლდათ. ჩამოთვლილთაგან Pajero Mini-ს ზომის კომპაქტური ვერსია კი არც ერთს გააჩნდა. ეს ავტომობილი Pajero-ს შვილს გავდა. ის ისეთი პროპორციის მატარებელი იყო, რომ ავტომობილი იმაზე დიდი ჩანდა, ვიდრე რეალურად იყო. მისი შეძენა ძრავის რამდენიმე მოდიფიკაციით იყო შესაძლებელი, თუმცა ყველა მათგანის მოცულობა 660-cc-ს შეადგენდა.

2002-დღემდე Daihatsu Copen-ი


Kei ავტომობილების წარმოება დროთა განმავლობაში შესუსტდა. ამის მიუხედავად, Daihatsu-მ Copen-ი მაინც აწარმოა. ეს ავტომობილი მოძრავი ხისტი სახურავით იყო წარმოდგენილი, რომელიც სრულად იღებოდა. მისი სტილი და ფერების შეხამება რეტრო დიზაინსაც აცოცხლებდა. Copen-ი წინა წამყვანია და 660cc-იანი ტურბნიანი ძრავა აქვს. წლების შემდეგ მოდელი დაიხვეწა და ისეთი სპორტული ვერსიები გამოვიდა, როგორსაც სურათზე ხედავთ.

2015-დღემდე Suzuki Alto Turbo RS-ი და Workds-ი


თანამედროვე kei ავტომობილებს ყუთოვანი დიზაინი აქვთ და 90-იანი წლების გამორჩეულობა დაკარგეს. თუმცა, ეს ისეთ მწარმოებლებს, როგორიც Honda და Suzuki-ა არ ეხებათ. Honda-მ S-სერიების მემკვიდრეობა S660-ის გამოშვებით გააგრძელა (რომლის წარმოებაც დასასრულს უახლოვდება), ხოლო Suzuki-მ Alto გამოუშვა. ამ ავტომობილის ნაკლებად აგრესიული ვერსიებიც არსებობს, მაგრამ 2015 წელს სპორტული Turbo RS-ის გაფორმება ვიხილეთ. გარდა ამისა, მწარმოებელმა ლეგენდარული Alto Works-ის გაცოცხლებაც გადაწყვიტა. ეს უკანასკნელი მოდელი როგორც უკანა წამყვანი, ასევე სრულად ამძრავი გახლავთ. სალონში Recaro-ს სავარძლები გვხვდება. იმედია Kei ავტომობილების ეპოქა გაგრძელდება და მომავალში უფრო ნაკლები რეგულაციის ქვეშ შექმნილ მოდელებს ვიხილავთ.

გაზიარება: