ჯიპი, ალფა რომეო, ჯიპ ჩეროკი
Aa
Aa

2021 წლის Jeep Grand Cherokee შესაძლოა Alfa Romeo-ს ბაზაზე აიწყოს

წაგრძელებული ბაზა მას უფრო სივრცულს გახდის, რაც უკან მსხდომ მგზავრებს მოეწონება.

Jeep Grand Cherokee-ის ბოლო WK2 მოდელი თითქმის ათწლეულის განმავლობაში იწარმოება და ამ დროის განმავლობაში დიდად არ შეცვლილა. 2021 წლისთვის მოდელს შესამჩნევი ცვლილებები გარედან და შიგნიდან ელის. ეს არ არის მორიგი განახლება, არამედ ეს სრულიად ახალი თაობაა.

ახალი მოდელის შემუშავების გეგმები ჯერ კიდევ 2016 წელს გაჟღერდა და წლის ბოლოს რეალობად ქცეულ იდეების ნაკრებს ვიხილავთ. კომპანიის წარმომადგენლის სერჯიო მარკიონეს თქმით, ახალი „ჩეროკი“ იმავე Giorgio-ს პლატფორმაზე იქნება აწყობილი, რომელზეც Alfa Romeo Stelvio იყო შემუშავებული.

 ახალი Cherokee-ის Stelvio-ს მსგავს პლატფორმაზე აწყობა FCA-ს (Fiat Chrystler Automobile) მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ამ პლატფორმის შემუშავებაზე კონცერნმა 1 მილიარდი ევრო დახარჯა. თუმცაღა ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის გასაკვირი არაა, რადგან Giorgio-ს პლატფორმის წარდგენისას, კონცერნის წარმომადგენლებმა ამ პლატფორმის მოქნილობას ხაზი გაუსვეს. პლატფორმის მოქნილობა კი იმაში გამოიხატება, რომ რამდენიმე უმნიშვნელო ცვლილების შეტანით მათ ახალი ავტომობილისთვის ბაზა მიიღეს.

ახალი ბაზა ახლანდელი მოდელის ბაზაზე უფრო გრძელი იქნება, რაც 5-ადგილიან ვერსიას უფრო სივრცულს გახდის და ასევე კომპანიას 3-მწკრივიანი სავარძლების მქონე მოდელის შექმნის შესაძლებლობას მისცემს.

ავტომობილი თავისთავად ოთხივეწამყვან ვერსიასაც შემოგვთავაზებთ, ეს ხომ Jeep-ია. „ჯიპები“ ყოველთვის განსაკუთრებული გამავლობით გამოირჩეოდნენ და ძველი მოდელები დღემდე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. სამომავლოდ, ახალი Grand Cherokee-ის V8-ძრავიანი TrackHawk ვერსიაა მოსალოდნელი, მაგრამ ჯერ სტანდარტული მოდელების გაყიდვები სანახავი იქნება და ამის მიხედვით კომპანია შემდეგ ნაბიჯს გადადგამს.

ავტომობილის კომპლექტაციებს რაც შეეხება, ყველაზე იაფიან მოდელში 2-ლიტრიანი ჰიბრიდული აგრეგატი ექნება. Grand Cherokee-ის ყველაზე იაფიანი, საბაზო მოდელი, დიდი ალბათობით, უკანაწამყვანი იქნება. მეორე არჩევანი Pentastar V6 ძრავა იქნება, რომელიც RAM1500-ისგან ისესხეს. და კიდევ ერთი, არანაკლებ საინტერესო ძრავა, 3-ლიტრიანი დიზელის V6 ძრავა, რომელიც საკმაოდ ჯანმრთელ 260 ცხენის ძალას და 651 ნმ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს.

 

აღნიშნული დიზელის ძრავის კომპლექტაცია უფრო ევროპის ბაზარზეა გათვლილი, რადგან ამერიკაში ბოლო წლებში მომხდარი გამონაბოლქვის სკანდალების გამო, დიზელის ძრავების მქონე მოდელები ამერიკულ ბაზარზე დღესაც დიდი რაოდენობით არ მოიძებნება.

შეერთებულ შტატებში დიზელის მოდელს სავარაუდოდ არ შემოიყვანენ, რადგან ამას პოპულარობის ნაკლებობით ხსნიან, თუმცა საქმე იმაშია, რომ ამერიკელებს მიმზიდველ შეფუთვაში კარგი დიზელის ძრავა დიდი ხანია არ შეხვედრიათ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები