Aa
Aa

Tesla Model Y თოვლიან დაღმართს ვერ გაუმკლავდა

Tesla Model Y-ს მფლობელმა საშიში გამოცდილება მიიღო, როცა თოვლიან დაღმართს მიუყვებოდა. ოთხივეწამყვანი ავტომობილი 19-იანი დისკებითა და ყველა სეზონის საბურავებით იყო აღჭურვილი.

როგორც ვიდეოში ჩანს, თავდაპირველად Tesla თოვლიან გზას კარგად უმკლავდება. ყველაფერი მაშინ რთულდება, როცა დაღმართი იწყება.

ვლოგერები წერენ, რომ მათ წარმოდგენაც არ აქვთ, რა ელოდებათ. თოვლიან დაღმართზე ავტომობილმა მარჯვნივ მოცურება დაიწყო. მძღოლმა მისი მობრუნება სცადა, თუმცა, Tesla დაბლა მიემართებოდა.

რაღაც მომენტში ავტომობილი დაუმორჩილებელი გახდა და, ვლოგერების თქმით, თავისუფალი ვარდნის მსგავსი საშიში გამოცდილება მიიღეს. მძღოლმა სხვების გასაფრთხილებლად დასიგნალება დაიწყო.

საბედნიეროდ, სხვა ავტომობილთან შეჯახება თავიდან აირიდეს, თუმცა, ვიდეოს ბოლოს ჩანს, როგორ მიემართება Tesla ბარიერისკენ. ვიდეო ისე სრულდება, ვერ ვიგებთ, შეეჯახა თუ არა ბარიერს.

ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად რთულია ზამთრის პირობებში მართვა. ჩვენ ხშირად გთავაზობთ ხოლმე სტატიებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ ავტომობილი ზამთრისთვის, ან როგორ ვმართოთ ზამთრის პირობებში.

ასეთი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად, პირველ რიგში ზამთრის საბურავები უნდა გამოვიყენოთ. ზოგს დააინტერესებს, რატომ არ შეეფერება მსგავს სიტუაციებს ყველა სეზონის საბურავები. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ სად ცხოვრობს ადამიანი. როგორია ბუნებრივი პირობები და გზის ზედაპირი. ყველა სეზონის საბურავები მოყინულზე სამუხრუჭე მანძილს ზრდის და თოვლში ნაკლები ჩაჭიდება აქვს. ამიტომ, ზამთრის საბურავები უფრო უსაფრთხოა.

მსგავსი სიახლეები