Aa Aa
12 აპრილი 2022  |  11:24

გამოჩენილი ადამიანები, რომლებმაც Mercedes-ს ჰოლივუდში პოპულარობა მოუპოვეს

გვიანდელ წლებში Mercedes-ი აშშ-ში ნაკლებად პოპულარული იყო. მას შემდეგ, რაც გამოჩენილმა ადამიანმა ამ ბრენდის მოდელების შეძენა დაიწყეს, კომპანიის ნაწარმმა ყურადღება დამსახურებულად მიიპყრო. ცნობადი სახეებისთვის Mercedes-ი იდეალური ბრენდი გახლდათ. ამ მარკის ავტომობილებს ყველაფერი ჰქონდა - მდიდრულობა, სტილი, გამძლეობა, ინოვაციები, ხარისხიანი ინტერიერი და თვალისმომჭრელი დიზაინი.

დღეს Mercedes-ის პოპულარობა არავის უკვირს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მარკას დრო მაინც მოუხვეჭავდა შესაბამის სახელს, Mercedes-ის თავდაპირველი რეპუტაციის ამაღლება სწორედ გამოჩენილი ადამიანების დამსახურებაა. ფაქტობრივად, ამ სტატიაში ჩვენ გასული საუკუნის „ინფლუენსერებზე“ მოგიყვებით. შესაძლოა სრულად მათი გავლეთინაა, რომ დღეს თქვენც Mercedes-ს ფლობთ.

იულ ბრინერი


რუსეთში დაბადებული, The King and I-თ, Anastasia-თი და The sound and the Fury-თ ცნობილი ვარსკვლავი ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ Mercedes-Benz 300 SL Roadster-ს მართავდა. 1956 წელს ის The Ten Commandments-ის პრემიერაზე, რომელიც იმ პერიოდში ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად ითვლებოდა, სწორედ ამ მანქანით გამოჩნდა. რომელი უფრო მეტად იპყრობდა ყურადღებას - მისი მელოტი თავი თუ ნატიფი 300SL-ი? ამ კითხვაზე პასუხს ვერასდროს გავიგებთ...

გრეის ქელი


მსოფლიოში სახელგანთქმული მსახიობი (და მონაკოს პრინცესა) გრეის ქელი Rean Window-დან, High Noon-იდან და To Catch a Thief-იდან უნდა გახსოვდეთ. გეტყვით იმასაც, რომ ის თავის მეგობარს, ფრენკ სინატრას მძღოლობას თავისი Mercedes Benz 190 SL-ით უწევდა. ის უმაღლესი კლასის გამოჩენილ ადამიანად ითვლებოდა. მისი დამსახურებით კი Mercedes-ი იმ პერიოდში საოცრად პოპულარული გახდა. ხაზგასასმელია ისიც, რომ იმ პერიოდში ამავე მოდელს ჯინა ლოლობრიჯიდაც ფლობდა, მაგრამ ქელი შტატებში ყველაზე გავლენიანი გახლდათ.

სოფი ლორენი


1955 წელს თოლიისებრი კარების მქონე Mercedes Benz 300SL-ი საოცრად მიმზიდველი ავტომობილი იყო. შემდეგ მისი საჭე სოფი ლორენმა მოირგო, რაც სახალხოდ ცნობილი გახდა. იმ პერიოდში კი ყველა, ვინც სოფი ლორენით იყო აღფრთოვანებული 300SL-ითაც აღფრთოვანდა. ეს მოდელი საავტომობილო სამყაროს სოფი ლორენადაც თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

რალფ ლოურენი


რთულია გაიხსენოთ მოდის ისეთი დიზაინერი, რომელსაც ჰოლივუდში მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა. Mercedes-ის ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა მძღოლმა, რალფ ლორენმა ერთხელ განაცხადა -„ერთადერთი რასაც ვაკეთებ ჩემი ტანსაცმლით ფილმების გადაღებაა. ფილმები შესრულებული მოდით.“ ჰოლივუდში მის აზრს იმდენად აფასებდნენ, რომ კინორეჟისორებმა მისი მიბაძვა და კოპირება დაიწყეს. კადრებში ხშირად ჩანდა Mercedes-ის მოდელებიც. თავად რალფ ლორენის ფავორიტი მანქანა კი 1930 წლის 710 SSK Trossi Roadster-ი გახლდათ.

ქანიე ვესტი


და აი თანამედროვე ცნობად სახეებამდეც მივედით. დიახ, დღეს Mercedes-ი ძალზედ პოპულარული ბრენდია, მაგრამ მაშინ, როდესაც ამ მარკის მოდელიდან ვარსკვლავი გადმოდის რეპუტაცია კიდევ უფრო იზრდება.

ამ მარკის ავტომობილებს ისეთი ადამიანები მართავენ, როგორიც კიმ კარდაშიანი, სარა ჯესიკა პარკერი, სანდრა ბალოკი და როუენ ატკინსონია. ქანიე ვესტი კი ამ მდიდრული ბრენდის სახელს სიმღერებში იყენებს. ბევრი გახსენდებათ ასეთი?

ჯერემი კლარკსონი


ყოველთვის, როდესაც ჩემს პუბლიკაციებში ჯერემი კლარკსონი მიხსენებია, არასდროს დამიმალავს, რომ ის ჩემი საყვარელი ავტოჟურნალისტია. მიუხედავად იმისა, რომ მასთან შეხვედრა არც ისე პოზიტიურად მახსოვს (რადგან ავტოგრაფზე ბრიტანული უარით გამისტუმრა) ის მუდმივად სამაგალითო ადამიანად დარჩება. როგორც ჩანს, მე ერთადერთი არ ვარ.

Top Gear-ის ყოფილ და The Grand Tour-ის ამჟამინდელ წამყვანს მანქანებში საოცარი გემოვნება აქვს (რასაც მის ჩაცმულობაზე ვერ ვიტყვით). კლარკსონი Mercedes CLK AMG Black Series-ს წლების განმავლობაში მართავდა. შესაძლოა ის ჰოლივუდელი გამოჩენილი ადამიანი არ არის, მაგრამ მის აზრს ჰოლივუდის ვარსკვლავებზე დიდი გავლენა აქვს. ეს კი კლარკსონს ვარსკვლავების ვარსკვლავად აქცევს! 

გაზიარება: