ავარია, ფოლცვაგენი, ფოლკსვაგენი, ფოლკსვაგენ გოლფი, ფოლკსვაგენ გოლფ ესთიაი
Aa
Aa

VW Golf GTI-ს მოუთმენელმა მძღოლმა კარგი გაკვეთილი ისწავლა

VW Golf STI-ს მძღოლის მოუთმენლობამ ყველას კარგად დაანახა რა შეიძლება მოხდეს, როცა სიჩქარეს გადააჭარბებ.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ვერცხლისფერი Golf GTI, რომელიც 85კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება. როგორც ჩანს, მძღოლს სადღაც ეჩქარება. შორი ნათების მაშუქებს აციმციმებს.

მძღოლი, რომლის ავტომობილის კამერითაც ეს ვიდეოა გადაღებული, მარჯვნივ იწევს და Golf-ს ატარებს. ცხელი ჰეჩბექის მძღოლი დაახლოებით 100კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება. წინ მარჯვენა მოსახვევია. ავტომობილი ცურდება, ბრუნვას იწყებს და ბეტონის ბარიერს ეჯახება.

საინტერესოა, რომ წინაამყვანი Golf-ის წინა თვლების ნაცვლად, მოხვევის მცდელობისას უკანა თვლები მოცურდა. წინა თვლების მოცურების შემთხვევაშიც, საეჭვოა, ბეტონთან შეჯახება მძღოლს თავიდან აერიდებინა. 

ვიდეოში კარგად არ ჩანს, რამდენად დაზიანდა წინა ნაწილი, უკანა ნაწილს კი სერიოზული პრობლემები აქვს. სავარაუდოდ, მექანიკური დაზიანებაც აქვს მიღებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები