Aa Aa
16 აპრილი 2022  |  12:15

10 საინტერესო ავტომობილი 2022 წლის ნიუ იორკის ავტოშოუდან

კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა ავტოშოუ ან გაუქმდა, ან ონლაინ გადაინაცვლა. ახლა პანდემია დასასრულს მიუახლოვდა და ავტოშოუებიც გვიბრუნდება.

2022 წელს ნიუ იორკის ავტოშოუ დაბრუნდა. Jeep-მა თავისი ყველაზე დიდი სუვი წარმოგვიდგინა, Volkswagen-მა ID Buzz-ი, Lamborghini-მ კი სუპერქარი.

ამ სიაში ნიუ იორკის ავტოშოუდან 10 ავტომობილს გაგაცნობთ, რომლის დებიუტსაც უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ:

2023 წლის BMW X7

BMW X7 - ყველაზე დიდი, თავდაჯერებული და გაყიდვადი SUV-ი ბავარიიდან ოფიციალურად განახლდა. 2023 წლის X7-ს ახალი და სპორტული ცხვირი, შეცვლილი უკანა მხარე, დამატებითი სიმძლავრე, განახლებული სალონი და უახლესი ტექნოლოგიები აქვს. უცვლელია გიგანტური ცხაურა.

BMW-მ გადაწყვიტა, რომ 2023 წლისთვის ტრენდს არ ჩამორჩეს. ტრადიციული მაშუქები ორა გაყო და ერთმანეთის თავზე მოათავსა. ორნაწილიანი განათება BMW-ს სრული ზომის მოდელებისთვის ახალი დამახასიათებელი შტრიხი იქნება. ასეთივე სტილით ვიხილავთ ელექტრო i7-ს, მეშვიდე სერიის სედანსა და XM „ქროსოვერს“.

2023 წლის Hyundai Palisade

თუ BMW-X7 2023 წლისთვის უფრო უცნაური გახდა, Palisade პირიქით.. უფრო ნორმალურად გამოიყურება. წინა ნაწილში ავტომობილის ჭრილი გაასწორეს. მაშუქების განლაგება ისეთივეა, როგორც BMW-ს შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ავტომობილის ალაგ-ალაგ ახალი ფუნქციებიც აქვს. მაგალითად XRT ახალი, უგზოობისთვის უფრო შესაფერისი ვერსიაა. მთლიანობაში კი Palisade მაღალი კლასის სეგმენტში მოძრაობას აგრძელებს.

2023 წლის Jeep Wagoneer L and Grand Wagoneer L

მარტივი მისახვედრია, რომ ასო L სახელში თვლების უფრო გრძელ ბაზას ნიშნავს. Wagoneer-ი უფრო ხელმისაწვდომი მოდელია, ვიდრე კომპანიის სხვა ორი სრული ზომის სუვი. სიტყვა Grand-ი სახელში კი იმაზე მიუთითებს, რომ ეს უფრო მოდური ვერსიაა. მან კონკურენცია Cadillac Escalade-, Lincoln Navigator-ს და GMC Yukon Denali-ს უნდა გაუწიოს.

L ვერსიWagoneer-Chevy Suburban-ის, Ford Expedition Max-ის და Yukon XL-ის გვერდით დგას. Grand Wagoner-ი კი უფრო მდიდრული ვერსიების Cadillac Escalade ESV-ის, Navigator L-ის, and Yuon XL Denali-ს კონკურენტია.

გარდა თვლების უფრო გრძელი ბაზისა, L ვერსიები პირველად Stellantis-ის Hurricane 6-ცილინდრიან ძრავებს გვთავაზობს.

2023 წლის Kia Niro

Kia- Niro ჰეჩბექია, რომელიც ჰიბრიდული, ფლაგ ინ ჰიბრიდული და სრულიად ელექტრო აგრეგატითაა ხელმისაწვდომი. ტენქნიკურად ავტომობილში თითქმის არაფერი შეცვლილა. სტილში კი რამდენიმე შესამჩნევი განახლებაა. Niro-ს განახლებული მონაცემთა დაფა, პანელები და მაშუქები აქვს.

2023 წლის Kia Telluride

Telluride-ის დებიუტი 2020 წელს შედგა და მას შემდეგ Kia-s 3-რიგიან სუვზე მოთხოვნის დაკმაყოფილება უჭირს. თანამედროვე ტექნოლოგიებით დატვირთულ, მიმზიდველი გარეგნობის სუვს ხელმისაწვდომი ფასიც აქვს. სამი წელია კლიენტები Kia-ს სადილეროებში კარზე აკაკუნებენ და ამ ავტომობილს ითხოვენ.

Kia კი არ შეჩერდა და ეს ავტომობილი კიდევ უფრო მიმზიდველად აქცია. ხლა ის უგზოობისთვის უკეთაა აღჭურვილი. სალონში კი ორი 12.3-ინჩიანი ეკრანია.

2023 წლის Lamborghini Huracán Tecnica

Tecnica Huracan-ის უახლესი ვერსიაა. ამ სუპერქარს Huracán Evo-ს და ტრეკზე ორიენტირებული STO-ს მოდელის დეტალები აქვს. V10 ძრავა 630 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Lambo-მ ახალი სუპერქარის წინა და უკანა ნაწილი თავისი ბოლო დროინდელი, შეზღუდული წარმოების სპორტული მოდელების ელემენტებით გამოყენებით შეფუთა.

2023 წლის Nissan Leaf

2023 წლისთვის Nissan Leaf-ს მხოლოდ ორი ვერსია ექნება. ადრე სამივე ვერსიის შემთხვევაში კლიენტებს Leaf-ის 40- და 62-კვ/სთ-იან ელექტრო აგრეგატს შორის არჩევა შეეძლოთ. ახლა კი S ვერსიას 40კვ/სთ-იანი ბატარეა ექნება. Leaf SV Plus-ს კი 62-კვ/სთ-იანი. განახლებული წინა ბამპერითა და დისკების დიზაინით, 2023 წლის Leaf-ი უკეთ გამოიყურება.

2023 წლის Nissan Pathfinder Rock Creek

Nissan-მა Rock Creed ვერსია წელსაც წარმოგვიდგინა. ამ პაკეტის მთავარი მიზანი Pathfinder-ისთვის თავგადასავლების მოყვარულის გარეგნობის მინიჭებაა. Rock Creek-ს რამდენიმე ფუნქციური განახლება აქვს. დაკიდების სისტემა 1.5 სანტიმეტრით აიწია. V6 ძრავა კი ახლა უფრო ძლიერია.

2023 წლის Subaru Outback

Subaru-ს ოთხივეწამყვან Outback-ს 2023 წლისთვის უფრო გამოკვეთილი სტილი აქვს. ბოლოს ეს ავტომობილი 2020 წელს განაახლეს. ახლა Outback-ს უფრო დიდი პლასტმასის პანელები, დიდი ცხაურა და ახალი მაშუქები აქვს, რაც ავტომობილს უფრო აგრესიულ შეხედულებას აძლევს. Outback-ს უსაფრთხოების ახალი სისტემები და დახვეწილი მულტიმედია სისტემა დაემატა.

2024 წლის Volkswagen ID Buzz

Volkswagen-ის ID Buzz ელექტრო ფურგონი ამერიკაშიც გამოვა. მსოფლიო ბაზარზე მისი დებიუტი უკვე შედგა. ნიუ იორკის ავტოშოუზე კი ამერიკული ვერსია გამოჩნდა. სრულიად ელექტრო მირკოავტობუსისთვის ლოდინი კიდევ 2 წელს მოუწევთ. რეტრო-ფუტურისტული ელექტრო ავტომობილი შესანიშნავად გამოიყურება.

გაზიარება: