იაპონელი ბავშვების შეგშურდებათ: სათამაშო Supra Happy Meal-ში
Aa
Aa

იაპონელი ბავშვების შეგშურდებათ: სათამაშო Supra Happy Meal-ში

Toyota Supra-ს რეკლამას ბურგერებისა და კარტოფილი ფრის საშუალებით უკეთებს.

McDonald's-ის Happy Meal-ი ყველას უყვარს. გემრიელი საჭმელი ყუთში, რომელსაც თან სათამაშოც მოყვება. Toyota-მ ავტომოყვარულ ბავშვებზე და, არამხოლოდ ბავშვებზე, იზრუნა. პირველი მაისიდან  Happy Meal-ის შეფუთვაში სათამაშო Supra-ს აღმოაჩენთ.

28 აპრილსToyota სათამაშო მანქანის ვიდეოსაც გამოუშვებს, რომელშიც ორი Supra ბურგერებსა და ფრის შორის ივლის. ერთადერთი, რაც ამ ვიდეოს გააუმჯობესებს ის იქნება, თუ საჭესთან რონალდ მაკდონალდი იჯდება.  

სათამაშო Supra იაპონიის სათამაშოების კომპანია Tomica-ს ავტომობილების ხაზიდანაა.   

სამწუხაროდ, შესაძლოა ასეთი Happy Meal-ი საქართველოში ხელმისაწვდომი არ იყოს, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ იაპონური კომპანია ამ მანქანის McDonald's -ის ვერსიიდან მცირედით განსხვავებულ გაყიდვაში მყოფ მოდელებს აქაც შემოიტანს. ამერიკაში ასეთი მოდელის ფასი $3.53 ან $3.96 იქნება.

სრული ზომის სამყაროში კი 2021 წლის მოდელს განახლებები აქვს. 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა 255 ცხენის ძალას და 400ნმ-ს აწარმოებს. 3.0-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა კი ახლა 382 ცხენის ძალასა და 499ნმ-ს შემოგვთავაზებს. მათთვის, ვისაც ცოტა განსხვავებული გემოვნება აქვს, ექსკლუზიური ლურჯი ფერით და კარბონის დეტალებით, სპეციალური A91 მოდელიც არსებობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები