Aa Aa
15 მარტი 2023  |  10:11

Porsche Cayenne ელექტრო გახდება

Porsche Cayenne-ს ამ ათწლეულის მეორე ნახევარში ბატარეები ექნება. ამის შესახებ ბრენდმა ორშაბათს თავის ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.

Porsche-ს გამოთვლებით, ათწლეულის ბოლოს მათი გაყიდვების 80% ელექტრო ავტომობილებზე უნდა მოდიოდეს. გერმანული მწარმოებლის თქმით, 2030 წლისთვის შიგაწვის ძრავა მხოლოდ 911-ში იქნება დარჩენილი.

ბრენდის პირველი ელექტრო ავტომობილი Taycan-ი 911-ს გაყიდვებში თითქმის გაუტოლდა. ელექტრო კომპაქტური კროსოვერი Macan-ის გაყიდვები კი 2024 წელს დაიწყება. ამჟამად Porsche ელექტრო 718 სპორტულ ავტომობილს ტესტავს, რომელიც 2025 წელს გამოვა, ხოლო 2027 წლისთვის 3-რიგიანი SUV-ის გამოშვება იგეგმება.

ელექტრო Cayenne 718 მოდელის შემდეგ გამოვა. ის Volkswagen Group-ის PPE პლატფორმაზე იქნება, რომელიც მდიდრული ელექტრო ავტომობილებისთვის გამოიყენება. ამ პლატფორმის დებიუტი მალე Audi Q6 E-Tron კომპაქტურ კროსოვერთან ერთად შედგება.

ელექტრო Macan-ს 98კვ/სთ-იანი ბატარეა ექნება, რომელიც ორივე ღერძზე იქნება მოთავსებული. ჯამში 603 ცხენის ძალა. Cayenne-ს შემთხვევაში ცხენის ძალები კიდევ უფრო მეტი იქნება.

Porsche-მ შესაძლოა ელექტრო Cayenne-სთვის 4-მოტორიანი კონფიგურაციაც შემოგვთავაზოს.

Porsche გეგმავს, რომ გარკვეული პერიოდი Macan-ის და 718-ის შიგაწვისძრავიანი მოდელები ელექტრო ვერსიებთან ერთად გაყიდოს. ამ გაზაფხულს Cayenne მნიშვნელოვან განახლებებს მიიღებს.

გაზიარება: