WRC-ს მანქანების ქუჩაში ხილვა საცობებს ასატანს ხდის
წარმოიდგინეთ მშვიდად მიდიხართ თქვენი სამოქალაქო ავტომობილით და უცებ Hyundai i20 N Rally 1 გასწრებთ.
სამსახურისკენ მიმავალ გზაზე წააწყდეთ რალის ავტომობილს ძალზედ იშვიათი მოვლენაა. ასე ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებში WRC-ის ეტაპები ტარდება. ახლახან ხორვატიის მძღოლებმა უცნაური გამოცდილება მიიღეთ. ამ ყველაფრის ამსახველი კადრები კი ინტერნეტსივრცეში ტრიალებდა.
WRC რალი ხორვატია 20-23 აპრილს გაიმართა. ადგილობრივებმა კი ქვემოთ მიბმული ვიდეო YouTube-ის პლატფორმაზე გაასაჯაროვეს. ალგორითმის მუშაობის შედეგად კი ჩვენამდე ახლა მოაღწია.
მიზეზი, რატომაც WRC-ს ავტომობილები სამოქალაქო გზებზე გადაადგილდება ის არის, რომ სარბოლო გუნდს სხვადასხვა ეტაპებამდე მისვლა უწევთ. ამ საქმისთვის ხშირად ევაკუატორსაც იყენებენ ხოლმე. თუმცა, ზოგი მანქანას თავად, დაბალ სიჩქარეზე მართავს და დანიშნულების ადგილამდე ასე მიდის.
კადრებში კარგად ჩანს რალის ავტომობილის გაბარიტები. სამოქალაქო ავტომობილებთან შედარებით ეს მანქანები ძალზედ განიერია.
სამწუხაროდ, ხორვატიის რალი წელს ხალხს ცუდად დაამახსოვრდება. ირლანდიელი კრეგ ბრინი Hyundai-ის სატესტო გარბენისას მძიმე ავარიაში მოყვა და ტრაგიკულად დაიღუპა.