ავარია, კორვეტი
Aa
Aa

Corvette C8 ბოძზე შეჯახების შედეგად ორად გაიყო

სპორტული მანქანები და ავარიები, როგორც წესი, აღარავის უკვირს. თუმცა, ეს შემთხვევა თავის მხრივ უნიკალურია და ბევრ კითხვასაც აჩენს. საბედნიეროდ, Corvette-ის მძღოლი ინციდენტს ცოცხალი გადაურჩა, რასაც მის C8-ზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ Corvette C8 ბოძთან შეჯახების შედეგად ორად გაიყო. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა უძღოდა წინ ავარიას, ძალიან ცოტაა. გამოცემების მიხედვით, შემთხვევა 29 ნოემბერს, ღამის პირველ საათზე, Modjeska-სა და Still Night-ის ქუჩების კვეთაზე მოხდა. ლოკაცია, შემთხვევას კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას მატებს, რადგან ორივე სწორი გზაა.

 ავტომობილის დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, ვარაუდის დონეზე შესაძლოა დავუშვათ, რომ Corvette მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. თუმცა Modjeska-ის ქუჩაზე სიჩქარის შეზღუდვა 70 კმ/სთ-ია და რთულია იმის თქმა, რომ ეს საკმარისი იქნებოდა მსგავსი შედეგის მისაღწევად.

რეალურად, Corvette ორად ბოძმა გაყო. ავტომობილი კი მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც ძელმა სამგზავრო განყოფილებას მიაღწია. საბედნიეროდ, შემთხვევას მძღოლი გადაურჩა, მაგრამ ახლა ის დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამართალდამცველებმა დაადასტურეს, რომ ის შემთხვევის დროს ავტომობილში მარტო იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები