ფერარი, ფერარი ეფ430, დონალდ ტრამპი
Aa
Aa

2007 წლის Ferrari აუქციონზეა | ვინ არის F430-ის გავლენიანი მფლობელი?

2007 წლის  Ferrari F430 Coupe აუქციონზე იყიდება. აუქციონი თებერვალში, ამერიკის შეერთებულ შტატებში დანიშნული ინაუგურაციიდან რამდენიმე კვირაში გაიმართება. რა შუაშია ინაუგურაცია  Ferrari F430-ის გაყიდვასთან?

საქმე იმაშია, რომ წარსულში ამ ავტომობილის მფლობელი აშშ-ის ახლა მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო. 15 000-კილომეტრიანი გარბენის მქონე Ferrari აშშ-ში, Rockstar Car Auctions-ზე გამოჩნდება. აუქციონი 16 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ავტომობილი, რომელიც მილიონ დოლარზე მეტადაა შეფასებული ტრამპის ხელმოწერითა და საგარანტიო ბარათზე მისი სახელით იყიდება. 


აშშ-ის ყოფილი და აწ უკვე მომავალი პრეზიდენტის ავტომობილები აუქციონზე ადრეც გვინახავს. 1997 წლის მოდიფიცირებული Lamborghini Diablo VT, რომელიც ტრამპის საკუთრებაში 2002 წლამდე იყო, გასულ წელს კიდევ ერთხელ, $1.1 მილიონად გაიყიდა. 

„ტრამპს Lamborghini-სთან ექსკლუზიური პარტნიორობა აკავშირებდა, რომლის ფარგლებშიც მას ავტომწარმოებლისთვის Diablo-ს სპეციალური ვერსიების შეკვეთაც შეეძლო. სანაცვლოდ კი, ტრამპი ბრენდისა და მოდელის პოპულარიზაციას ეწეოდა”, ნათქვამია, აუქციონის სახლის აღწერილობაში. ეს Ferrari კი, პირველი ავტომობილი არაა, რომელზეც ტრამპის ხელწერაა. იგივე ხდება Cadillac-ის ლიმუზინების სერიაში. 

Cadillac-ის ლიმუზინების წარმოებაზე, რომლებზეც მისი ხელმოწერა იქნებოდა დატანილი, ტრამპმა მაშინ თავადვე განაცხადა. „გადაწყვეტილება მიღებულია, რომ მოხდება ორი Cadillac-ის ფორმის ლიმუზინის წარმოება ჩემი სახელით“, - განაცხადა მაშინ ტრამპმა. „Trump Golden Series იქნება ყველაზე მდიდრული ლიმუზინი, რაც კი ოდესმე წარმოებულა. Trump Executive Series კი, იმავე ავტომობილის შედარებით მოკრძალებული ვერსია”, თქვა მაშინ ტრამპმა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები