ელექტრომობილი, გაყიდვები, ამერიკის შეერთებული შტატები, სუბარუ, სუბარუ სოლტერა, სუბარუ ფორესტერი
Aa
Aa

Subaru-ს გაყიდვები რეკორდულ ნიშნულზეა | მიზეზი პირველი ელექტრომობილია

ბაზარზე პირველი გამოჩენისას, Subaru Solterra მომხმარებელთა შორის დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. Subaru-ს პირველი ელექტრომობილი საკმაოდ ძვირი ღირდა და დიდად არც მახასიათებლებით გამოირჩეოდა. თუმცა Solterra-ს მოთხოვნის ზრდა ავტომწარმოებელმა 2025 წლისთვის, EV-ის ღირებულების $6 500-ით შემცირებით მოახერხა. ცნობისთვის, Solterra ავტომწარმოებლის პირველი ელექტრომობილია, რომელიც მან პირველად 2023 წელს წარადგინა. 

კომპანიის სტრატეგიამ შედეგიც გამოიღო. მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მოდელის გაყიდვები 159%-ით გაიზარდა. თუმცა ავტომწარმოებელს ამ მიმართულებით კვლავ სამუშაო აქვს, რადგან გასულ თვეში, Subaru-მ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე Solterra-ს მხოლოდ 1 154 ერთეული გაიტანა. ელექტრომობილის გარდა, Subaru-ს ყველაზე გაყიდვად მოდელებს შორის იყო Forester-ი. კროსოვერის გაყიდვებმა 7.3%-ით მატების შემდეგ, 22 570 ერთეულს მიაღწია.

Forester-ს Crosstrek-ი მოჰყვება, რომელიც მარტის თვისთვის რეკორდული 18 169 ერთეული გაიყიდა, წლიურმა ზრდამ კი, 25%-ს გადააჭარბა. ანალიტიკოსთა მოლოდინებს აუმჯობესებს შედარებით მოძველებული სრულამძრავიანი უნივერსალი Outback-ი. Subaru-მ მარტში ამ მოდელის 17 539 ერთეული გაყიდა. გასულ თვეში, გაყიდვები მხოლოდ Accent-ისა და WRX-ის შემთხვევაში დავარდა. კროსოვერი 11.4%-ით 4 584 ერთეულამდე, ხოლო 271 ცხენის ძალის მქონე სედანის გაყიდვები 16.2%-ით, 1 539 ერთეულამდე დაეცა.

გასული თვის მონაცემით, წლიურ ჭრილში, Subaru of America-ს გაყიდვები 16.6%-ით რეკორდულ 71 478 მანქანამდე გაიზარდა. მანამდე, ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელი 2019 წლის აგვისტოში დაფიქსირდა, როდესაც კომპანიის ამერიკულმა განყოფილებამ 70 039 ერთეული მანქანა გაყიდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები