აუქციონი, პორშე, ფია, პორშე 910
Aa
Aa

Porsche-ს რევოლუციური პროტოტიპი | პირველი Porsche 910

ასეთ რამეს ყოველდღე ვერ ნახავთ: პირველი აწყობილი Porsche 910 - შტუტგარტის ეპოქის პროტოტიპი - ახლა აუქციონზეა გამოტანილი და ახალ მფლობელს ელოდება. პირველი Porsche 910-ის რევოლუციური პროტოტიპი Bring a Trailer-ზე იყიდება.

რატომ უნდა დაგვაინტერესოს ამ მოდელმა? - რომ არაფერი ვთქვათ ამ მოდელის შთამბეჭდავ დიზაინზე, სამომავლოდ, Porsche 910 ალბათ ძალიან კარგი ინვესტიცია იქნება. ამიტომ, რატომაც არა. კოლექციონერებისთვის ის შესანიშნავი შენაძენი გახდება.

ამ ყველაფერთან ერთად კი, Porsche 910 უბრალოდ შესანიშნავია. ამ კონკრეტულმა მანქანამ Porsche სპორტული და სარბოლო მანქანების ახალბედა წევრიდან, ორივე კატეგორიაში დომინანტ ძალად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ 910 სხვა შუაძრავიანი დახურული კაბინის მქონე პროტოტიპებიდან განვითარდა - როგორიცაა 904 - ამ მანქანამ სამოციანი წლების შუა პერიოდის მცდელობებსა და 917-ის მსგავს მანქანებს შორის არსებული უფსკრული გადალახა.

როგორც უკვე გითხარით, ეს კონკრეტული მოდელი პირველი შექმნილი 910-ია, რომლის ძარის ნომერიც 910001 გახლდათ. თუმცა, ამ 910-ს არაერთი ჯილდოც აქვს მოპოვებული, რომელთა შორის აღსანიშნავია 1968 წელს მონცას 1000 კმ-იან რბოლაზე მოპოვებული მეოთხე ადგილი. ამის შემდგომ 910 საჯარო გზებისთვის ლეგალურ ვერსიად აქციეს.

910-ის ადრეული მოდელები 2-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, რომელსაც იმ ეპოქის შეჯიბრებებში უხვად შეხვდებოდით. მიუხედავად იმისა, რომ გვიანდელი 910-ები საბოლოოდ რვაცილინდრიან ძრავებზე გადავიდნენ, რომლებიც გამძლეობის რბოლებისთვის ბევრად შესაფერისიც იყო, ალბათ 2-ლიტრიანის ხმა ბევრისთვის უფრო ნოსტალგიურადაც დარჩა.

ამ მოდელის ვიზუალი კი, ალბათ ისაა, რაც ყველას ყურადღებას პირველივე დანახვით მიიპყრობს. განსაკუთრებით კი რესტავრაციის შემდეგ, რომელიც სრულად FIA-ს ისტორიული რბოლის მოთხოვნებს იყო მორგებული. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რევოლუციურ პროტოტიპს სოლიდური ფასიც აქვს. აუქციონზე მისმა შეფასებამ $1.3 მილიონს უკვე გადააჭარბა.

 

მსგავსი სიახლეები