აუქციონი, ჯერემი კლარკსონი, ფერარი, ტოპ გირი, ფერარი ეფ355 ჯითიესი
Aa
Aa

იყიდება ერთადერთი Ferrari, რომლის მართვისაც კლარკსონს რცხვენოდა

Top Gear-ში პირველი გაშვებიდან, Ferrari F355-ისადმი ჯერემი კლარკსონის სიმპათიები, ყველასათვის ცნობილი გახდა. ეს Ferrari-სთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და დროთა განმავლობაშიც, ენთუზიასტებმა სამართლიანად, ეს მოდელი კლასიკად მიიჩნიეს. თუმცა ჯერემისთვის, ეს ემოციები მალე უარყოფითისკენ შეიცვალა. F355 GTS კლარკსონმა 1996 წელს შეიძინა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ Ferrari-ს ფლობა სულაც არ იყო ისეთი გამოცდილება, როგორიც წარმოედგინა. ახლა კი, თქვენ თავადაც შეგიძლიათ კლარკსონის დამოკიდებულების ცვლილება თავადაც გამოცადოთ.

კლარკსონის F355 GTS-ს, RM Sotheby's-ის აუქციონის სახლი გასაყიდად Cliveden House 2025-ის ღონისძიებაზე, მომავალ თვეში გამოიტანს. ამ მომენტისთვის ავტომობილს 24 000 კილომეტრზე მცირედით მეტი აქვს გავლილი და აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა სერვისი ახლა ჩაუტარდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან F355-ებს ინტენსიური და ამასთან ერთად, ძალიან ძვირად ღირებული მომსახურება სჭირდებათ.

RM Sotheby's-ის ინფორმაციით, ამ მოდელის გასაყიდი ფასი 245 000-დან 300 000 დოლარამდე იქნება, რაც F355-ისთვის საკმაოდ მაღალი შეფასებაა. თუმცა მანქანას საინტერესო ისტორია აქვს, რაც მის ფასზეც აისახება.

F355 კლარკსონის საკუთრებაში მხოლოდ ოთხი წლის განმავლობაში იყო. ლეგენდარულმა წამყვანმა Ferrari-ს საჭესთან 10 000-მდე კილომეტრი გაიარა. კლარკსონმა ეს მოდელი Sunday Times-ისა და Top Gear-ის ჟურნალების სვეტებში და Clarkson's Car Years-ის სპეციალურ ნომერშიც წარადგინა. თუმცა მოგვიანებით, კლარკსონმა აღიარა, რომ ამ მოდელის მართვისაც კი რცხვენოდა და ვერც F355-ის Rosso Corsa-ს ფერს იტანდა და ვერც კი, კაბრიოლეტ ვერსიას. საინტერესოა, რომ სხვა Ferrari კლარკსონს არც არასდროს ჰყოლია.

RM Sotheby's-ის ინფორმაციით, კლარკსონმა Ferrari F355 GTS დაახლოებით 25 წლის წინ, 2000 წელს, Sunday Times-ის გათამაშების საშუალებით გააჩუქა. კონკურსის გამარჯვებული GTS-ს რამდენიმე წლის განმავლობაში ფლობდა, შემდეგ კი გაყიდა. ამჟამინდელმა მფლობელმა ის 2013 წელს შეიძინა და როგორც ჩანს, შესანიშნავად უვლიდა.

 

მსგავსი სიახლეები