Ferrari ახალი რეკორდისთვის მზადაა | ვინ არის F50-ის ლეგენდარული მფლობელი?
საავტომობილო ისტორიის ნაწილის ფლობა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ამას, ეს Ferrari-იც ამტკიცებს, რომელმაც შესაძლოა მალე ყველაზე ძვირად გაყიდული F50-ის წოდება დაისაკუთროს. და ის ფაქტი, რომ ეს მოდელი არა მხოლოდ საავტომობილო, არამედ მოდის სამყაროს ნაწილიცაა, მის ფასს მნიშვნელოვნად ზრდის.
Ferrari-ს გენეოლოგიით და რალფ ლორენის მფლობელობით, ალბათ უნდა ველოდოთ, რომ F50-ის ფასი აუქციონზე ახალ სიმაღლეებს მიაღწევს. რალფ ლორენი იმის გარდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული დიზაინერია, ავტოკოლექციითაც გამოირჩევა. ახლა, 1995 წლის Ferrari F50, რომელიც ოდესღაც მას ეკუთვნოდა, აუქციონზე გამოჩნდება და ადვილად შეიძლება გახდეს ყველაზე ძვირადღირებული F50, რომელიც ოდესმე საჯაროდ გაყიდულა.
Ferrari-მ F50-ის მხოლოდ 349 ეგზემპლარი დაამზადა და აქედან 55 ამერიკის შეერთებული შტატების სპეციფიკაციებით. ლორენის ძველი მანქანა იმ ორი ამერიკული მოდელიდან ერთ-ერთია, რომელიც Giallo Modena-ში შეღებეს. რა თქმა უნდა, ეს მოდელი მოდის გიგანტს ხელუხლებელიც გადასცეს. როგორც წესი, თუ ლორენი მანქანას ყიდულობს, ის მას იტოვებს კიდეც. თუმცა F50-ს დიზაინერი 2003 წელს დაემშვიდობა და მას შემდეგ ის ახალი მფლობელის ავტოფარეხში ინახება.
RM Sotheby’s-ის ცნობით, Ferrari-ის ღირებულებამ აუქციონზე შესაძლოა $6.5-$7.5 მილიონს მიაღწიოს. მაშინაც კი, თუ ეს მოდელი ყველაზე დაბალი ნავარაუდები ფასით გაიყიდება, ეს შეფასება $1 მილიონით მეტი იქნება აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდულ F50-თან შედარებით. წინა რეკორდსმენი თებერვალში $5.5 მილიონად გაიყიდა და 2 174 კმ ჰქონდა გავლილი - შედარებით ნაკლები, ვიდრე ლორენის F50-ს (8 690 კმ).
Giallo Modena F50 2000-იან წლებში რამდენიმე ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი, მაგრამ საჯაროდ 2009 წლის შემდეგ აღარ გამოჩენილა. ავტომობილს სრული სერვისი გასულ წელს ჩაუტარდა და ახალი საწვავის რბილი რეზერვუარი დაუმონტაჟდა.