ყველგანმავალი, ნისანი, ჯიპი, 4x4, იაპონური, ნისან პატროლი
Aa
Aa

უგზოობის მტერი იაპონიიდან

სრულამძრავიანი ავტომობილების დანიშნულება უგზოობასთან გამკლავებაა, თუმცა აღნიშნული ავტომობილები დროთა განმავლობაში იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ მათი კლასიფიკაცია რამოდენიმე ნიშნით დაიყო. უფრო კონკრეტულად კი SUV-ებში ისეთი მოდელებიც არსებობს, რომლებიც უგზოობაზე ნაკლებად არიან ორიენტირებულები. მაგრამ ძარის ამ ტიპის წარმომადგენლების საწყისი იდეა რთული უგზოობების გადალახვა იყო.

იაპონური წარმოება ამ კლასის ერთ-ერთი ლიდერია და რა თქმა უნდა, ამ კლასში Toyota მეტად გამოირჩევა. თუმცა Nissan-ს ერთი მოდელი ჰყავს, რომელსაც მისთვის ღირსეული კონკურენციის გაწევა ნამდვილად შეუძლია. დღეს ჩვენ Nissan-ის ლეგენდარულ ყველგანმავალზე ვისაუბრებთ, რომელიც Off Road-ის მოყვარულებში დიდი რეპუტაციით სარგებლობს. Nissan Patrol-ის წარმოება 6 თაობას ითვლის და ჩვენ მათში ერთ-ერთ წარმატებულ მოდელს გავიხსენებთ.

Nissan Patrol Y61: specs, history, performance, off-road

მე-5 თაობის Patrol-ი მძიმეწონიანი Off Roader-ისთვის საკმაოდ შესაფერისად გამოიყურება და ეს მხოლოდ ვიზუალურ მხარეს არ გულისხმობს. ამ მოდელში ყველაზე მძლავრი ძრავა მწკრიული განლაგების 6-ცილინდრიანი 4.8 ლიტრი მოცულობის ბეზნინზე მომუშავე აგრეგატია, რომელსაც 251 ცხენისძალა და 420 ნიუტონი აქვს. სიმძლავრის დიაპაზონი უგზოობაზე უფროა მორგებული, ვიდრე აჩქარებაზე, თუმცა არც ეს მაჩვენებელი აქვს ურიგო - თითქმის 2.5-ტონიანი უზარმაზარი ავტომობილი 100-მდე 10 წამში ჩქარდება.

1997 Nissan Patrol GR #247939 - Best quality free high resolution car  images, pictures and photos.

ამ მოდელში სამი ტიპის გადაცემათა კოლოფია ხელმისაწვდომი - ერთი მექანიკური და ორი ავტომატური. აღსანიშნავია, რომ ორი ავტომატური კოლოფიდან 2-ვე 5-სიჩქარიანი იყო, თუმცა არსებობს ისეთი ავტომატური გადაცემათა კოლოფიც, რომლითაც სიჩქარეების შეცვლა სეკვენტალურად იყო შესაძლებელი. მე-5 თაობის Patrol-ი 1997 წლიდან იწარმოება. აღნიშნულ პერიოდში კი, მსგავსი გადაცემათა კოლოფი ინოვაციური იყო და მას ანალოგი არ ჰყავდა.

Nissan Patrol Y61 (2001) on ROH Assault – BG Marketing

წარმოებას რაც შეეხება გეტყვით, რომ მისი ხანგრძლივობა 1997-დან 2016 წლამდე გრძლდებოდა, თუმცა მოროკოში და სამხრეთ აფრიკაში ეს მოდელი დღესაც უცვლელად იწარმოება. ეს ფაქტი მის დიდ სანდოობაზე და დადებით რეპუტაციაზე აშკარად მეტყველებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები