ჯერემი კლარკსონი, ჯეიმს მეი, რიჩარდ ჰამონდი, პორშე 911, ტოპ გირი
Aa
Aa

უკან წარსულში | ჰამონდი Top Gear-ის ტრასას დაუბრუნდა

Porsche-ს სტანდარტების გათვალისწინებით, 992.2 თაობის 911 GT3-ის განახლებები ალბათ ყველას შედარებით უმნიშვნელოდ მოეჩვენა. რეალურად, ვიზუალური ცვლილებების დანახვა მაინც თუ გსურთ, სერიოზული Porsche-ფილი უნდა იყოთ. მაგრამ თუ რიჩარდ ჰამონდს დავუჯერებთ - და ამ კაცს ნამდვილად დაეჯერება - ახალი 911 GT3 აბსოლუტურად შესანიშნავი მანქანაა.

მიუხედავად იმისა, რომ წლები გავიდა მას შემდეგ, რაც ჰამონდი Top Gear-ის ბოლო ეპიზოდს წაუძღვა, მისი სიყვარული ამ გადაცემის მიმართ არ განელებულა. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ სატესტო ტრასაზე მიწვევასაც დიდი სიხარულით დათანხმდა. მალევე კი აღმოაჩინა, რომ განახლებული GT3 მისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობისთვის, იდეალური მანქანა იქნებოდა.

ბრიტანელი ჟურნალისტი ცნობილ და მონატრებულ ტრასაზე გასეირნებისას არც წარსულზე ლაპარაკს იშურებს და Top Gear-ში გატარებულ დროსაც იხსენებს. TG-ის თაყვანისმცემლებისთვის კი, ამ ტრასაზე მისი ყურება ბავშვობის ტკბილ მოგონებებს აღვიძებს, იმ დროს, როდესაც შოუს შემქმნელი გუნდი ტესტირებას ტესტირებაზე ატარებდა.

Porsche 911-ისადმი მისი დიდი სიყვარული ჰამონდს არც Top Gear-ის წამყვანის ამპლუაში დაუმალავს. ეს კი ხშირად მისი ლეგენდარული კოლეგების, ჯერემი კლარსკსონისა და ჯეიმს მეის იმედგაცრუებას იწვევდა. თუმცა, წლების განმავლობაში, 911-მა საკულტო ავტომობილის სტატუსი გაიმყარა და დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო სპორტქარად ითვლება.

გამონაბოლქვის შესახებ მკაცრი რეგულაციების გათვალისწინებით კი, 992.2 GT3 მართლაც შესანიშნავი ეგზემპლარია. GT3 თავის ნაცნობ 4-ლიტრიან, 6-ცილინდრიან ატმოსფერულ ძრავას ინარჩუნებს და 502 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. და რაც მთავარია, როგორც ჰამონდი ამბობს, ის საოცრად ჟღერს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები