პირველი ელექტრომობილი, რომელიც 3 წუთში „იტენება“: Gumpert Nathalie
Aa
Aa

პირველი ელექტრომობილი, რომელიც 3 წუთში „იტენება“: Gumpert Nathalie

ამ გერმანული ელექტრო სუპერქარის წარმოება მხოლოდ 500 ერთეულამდე შეზღუდული იქნება

„აუდის“ სარბოლო გუნდის ყოფილმა დირექტორმა როლანდ გუმპერტმა რევოლუციური Nathalie ჯერ კიდევ 2018 წელს წარადგინა, რომელიც ელექტრომობილის ეკოლოგიურობას და საწვავის ავზის შევსების სისწრაფეს გვთავაზობდა. წარდგენილი კონცეპტის მონაცემები მაშინაც კი ძალიან საინტერესო იყო. ახლა, როდესაც უკვე საბოლოო, წარმოებაში ჩასაშვები ვერსია წარდგინეს, იგი უფრო შთამბეჭდავი მონაცემების მქონე ყოფილა.

Nathalie-ს ყველაზე დიდი უპირატესობა მის ორნაკადიან ენერგოსისტემაში ისახება. ყველა ელექტრო სუპერქარის სტანდარტების გათვალისწინებით, ბატარეები მანქანის ქვედა ნაწილშია მოთავსებული, ხოლო მოძრაობა თითო თვალზე მიმაგრებული ელექტროძრავის ხარჯზე ხორციელდება. საინტერესოა ის, რაც მისი კარბონის „კაპოტის“ ქვეშ იმალება. იქ მეთანოლის საწვავზე მომუშავე ჰიბრიდის მსგავსი სისტემაა მოთავსებული.

საწვავის უჯრედებში მიმდინარე ქიმიკური რეაქციის შედეგად გამოყოფილი CO2 /ნახშირორჟანგით ბატარეები იტენება. დატენვის პროცესი ავტომობილის მოძრაობის და დამუხრუჭების გარდა გაჩერებულ მდგომარეობაშიც ხდება.

ამ პროცესების გათვალისწინებით, Gumpert Nathalie თვითდატენვადი ელექტრომობილი გამოდის. შესაბამისად მარავალსაათიანი დატენვები შეგიძლიათ დაივიწყოთ, რადგან საკმარისია მხოლოდ მეთანოლის ავზი 3 წუთში შეავსოთ და მგზავრობა განაგრძოთ. ამ სისტემის ხარჯზე, Nathalie-ს ერთი სავსე ავზით 821 კილომეტრის მანძილის დაძლევა საშუალო 110 კმ/სთ სიჩქარით შეუძლია და Eco რეჟიმში ეს მანძილი 1119 კილომეტრამდე იზრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები