ლიონელ მესის ავტომობილების ძვირადღირებული კოლექცია
ლიონელ მესი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, უამრავი ტიტულითა და პირადი ჯილდოებით. Barcelona-ს ყოფილ და PSG-ს ამჟამინდელ ფეხბურთელს უკვე 7 ოქროს ბურთი აქვს. მის მიღწევებზე საუბარი შორს წაგვიყვანს.
რა თქმა უნდა, მისი ანაზღაურებაც შესაბამისია. არგენტინელი ფეხბურთელის ქონების ღირებულება $400 მილიონია. მისი ავტომობილების კოლექცია კი საკმაოდ მრავალფეროვანია. ამ სტატიაში ჩვენ მისი კოლექციიდან რამდენიმე ავტომობილს და მათ ღირებულებას გაგაცნობთ.
Ferrari 335 S Spider Scaglietti
Ferrari 335 S Spider Scaglietti მესის კოლექციაში ყველაზე იშვიათი და ძვირადღირებული ავტომობილია. დახვეწილი დიზაინის ავტომობილს 4.0-ლიტრიანი V12 ძრავა აქვს . მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 300კმ/სთ-ია.
მესიმ Ferrari 335 S Spider Scaglietti არც მეტი, არც ნაკლები $30 მილიონად შეიძინა.
Audi-ს ავტომობილები
მესის რამდენიმე „აუდი“ ჰყავს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას გერმანული ავტომწარმოებლები ძალიან უყვარს. Audi რამდენიმე წლის განმავლობაში „ბარსელონას“ სპონსორი იყო. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ამ კლუბის ყოფილ ფეხბურთელს ამ ავტომწარმოებლის რამდენიმე ავტომობილი ჰყავს.
მესის კოლექციაშია:
- Audi RS6: დაახლოებით $108,000.
- Audi A7: დაახლოებით $69,200.
- Audi Q7: დაახლოებით $54,590.
Pagani Zonda Tricolore
Pagani Tricolore არგენტინელი ფეხბურთელის კოლექციაში ყველაზე ეგზოტიკური ავტომობილია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ძვირადღირებული ავტომობილია. მას 7.3-ლიტრიანი V12 ძრავა აქვს. გადაცემათა კოლოფი - 6-სიჩქარიანი ავტომატური.
ამ ავტომობილში მესიმ დაახლოებით $2 მილიონი გადაიხადა და ის მის კოლექციაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილია.
Mercedes SLS AMG
კიდევ ერთი ეგზოტიკური სილამაზე ფეხბურთელის კოლექციაში SLS AMG-ია. ეს სპორტული ავტომობილიც საკმაოდ იშვიათია. ასევე საკმაოდ ძვირადღირებულიც, მაგრამ არა ასეთი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელისთვის.
ამ ავტომობილში მესიმ $642,490 გადაიხადა. ავტომობილის 6.2-ლიტრიანი DOHC V8 ძრავა მაქსიმალური სიჩქარე - 315კმ/სთ.
Maserati Gran Turismo MC Stradale
მესის რამდენიმე Gran Turismo ავტომობილი ჰყავს. მათ შორისაა MC Stradale. ეს ავტომობილი მართვადობის სულ სხვა ხარისხს გვთავაზობს. მას რობოტიზირებული მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს.
Maserati Gran Turismo MC Stradale-ს 4.7-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს. მესიმ ის $242,100-ად შეიძინა.
Ferrari F430 Spyder
კიდევ ერთი სწრაფი და ეგზოტიკური ავტომობილი მესის კოლექციაში. ამ სუპერქარს 4.-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს და 503 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ლეო მესიმ Ferrari F430 Spyder $164,490-ად შეიძინა. მის კოლექციაში Ferrari F430 Spyder-ი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ავტომობილია.
Range Rover
მესის ორი Range Rover-იც ჰყავს:
- Range Rover Vogue: დაახლოებით $200,000.
- Range Rover Sport: დაახლოებით $69,500.
ფეხბურთელი ამ ავტომობილებს ყოველდღიური გადაადგილებისთვის იყენებს.
Cadillac Escalade
მესის Cadillac Escalade-იც ჰყავს. ეს მის კოლექციაში ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ავტომობილია. ეს ავტომობილი 8 ადამიანს იტევს და მესის ოჯახისთვის საკმაოდ გამოსადეგია.
მესის ის $75,195 დაუჯდა.
მესის ავტომობილები და ფასები:
- Ferrari 335 S Spider Scaglietti: $30 მილიონი
- Pagani Zonda Tricolore: $2 მილიონი
- Mercedes SLS AMG: $642,490.
- Maserati Gran Turismo MC Stradale: $242,100.
- Ferrari F430 Spyder: $164,490.
- Audi RS6: $108,000.
- Audi A7: $69,200.
- Audi Q7: $54,590.
- Mini Cooper: $19,733.
- Range Rover Vogue: $200,000.
- Range Rover Sport: $69,500.
- Cadillac Escalade: $75.195.
- Lexus RX 450h: $46,800.
როგორც მოგეხსენებათ, მის მთავარ კონკურენტ კრიშტიანუ რონალდუს არაერთი Bugatti ჰყავს. მას შეგვიძლია მარტივად ამ ბრენდის მოყვარული ვუწოდოთ. ხშირად სვამენ კითხვას: ჰყავს მესის Bugatti? არა... მესის Bugatti არ ჰყავს. რა თქმა უნდა, მაქვს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჰყავდეს. მის კოლექციაში ამ ბრენდის ავტომობილების არყოფნას თავისი მიზეზი ექნება. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მის სიაში არც Lamborghini-ს მოდელებია.
ძნელია ზუსტად იმის თქმა, თუ რამდენი ავტომობილი ჰყავს მესის. მის კოლექციაში 10-ზე მეტი ავტომობილი უნდა იყოს და მათი საერთო ღირებულება $50 მილიონს აჭარბებს.