Tesla-ს აგრეგატიანი ელექტრო Defender, მაგრამ არა Land Rover-ისგან
East Coast Defenders-მა, ამჟამად ცნობილმა, როგორც E.C.D. Automotive Design, შესაძლოა სახელი შეიცვალა, თუმცა, მათი ინტერესი Land Rover Defender სუვების მიმართ არ შეცვლილა.
კომპანია უნიკალური სტილის Defender-ებს კვლავ აწყობს. აგრეგატი კი Tesla-სგანაა. მათი ავტომობილები, ძველი და ახალი ტექნოლოიების გაერთიანების საშუალებით, უნიკალური სუვის შექმნის გამოცდილებაა.

კომპანიამ სახელი კლასიკური Defender-ების მოდიფიცირებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ბენზინის ძრავებით გაითქვა. მათ ხმაურიანი V8 რაღაც უფრო ჩუმით, Tesla-ს ძრავით შეცვალეს. მანქანას 354კმ-ს გავლა შეუძლია და დასატენად 5 საათი სჭირდება.
სალონში რბილი სავარძლები და თანამედროვე საინფორმაციო-გასართობი სისტემაა. უკანა სავარძლები წვრილი და მოგრძო ფორმისაა. E.C.D. მსურველებს ექსტერიერისა და ინტერიერის სტილის ფართო არჩევანს სთავაზობს. ტყავის ფერის შეცვლაც კი შესაძლებელია.

E.C.D. Automotive Design-ის განცხადებით, მანქანა 0-100კმ/სთ-ამდე 5.6 წამში ჩქარდება, რაც ასეთი ტიპის სუვისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. სხვა დეტალები ჯერ ცნობილი არაა.
ელექტრო აგრეგატები დღეს ძალიან პოპულარულია. საინტერესოა იმის ხილვა, თუ როგორ ერწყმის ძველი, კლასიკური სტილი თანამედროვეს. E.C.D. Electric Defender-ს შესაძლოა ისეთივე სასიამოვნო ხმა არ აქვს, როგორც V8-ძრავიანს, მაგრამ ელექტრო ძრავას თავისი უპირატესობები აქვს.
