პარკირება, ხუმრობა
Aa
Aa

შეწუხებულმა კაცმა მეზობელს ავტომობილი შავ ცელოფანში შეუფუთა

შეწუხებულმა კაცმა თავისი მეზობლის ავტომობილი შავ ცელოფანში შეფუთა, მას შემდეგ, რაც ქალმა სახლიდან გასასვლელი გზა მთელი დღით გადაუკეტა.

ტობ ბეილიმ გადაწყვიტა საქმე საკუთარ ხელში აეღო, როცა მეზობლის Vauxhall Corsa-მ მის ქალიშვილის ავტომობილის გამოყვანაში ხელი შეუშალა.

7 შვილის მამამ ორი პატარა კედელი ააშენა და რამდენიმე ნიშანი ჩამოკიდა, იმისთვის, რომ იქ არ გაეჩერებინათ. კაცმა მეზობელს საქარე მინაზე წერილიც დაუტოვა, მაგრამ ქალმა ზომები არ მიიღო და მოქმედება მოუწია.

„ჩვენს ქუჩაში 26 სახლი და 24 პარკინგია. მე და ჩემმა მეუღლემ გასულ წელს £2,000-ი დავხარჯეთ გაფრთხილებებში, რომ აქ ავტომობილი არ დაეყენებინათ.

თუმცა, კვირაში ორჯერ-სამჯერ, ვიღაც იდიოტები გზას გვიკეტავენ.

ღამით სამსახურიდან დავბრუნდი და აქ გაჩერებული ავტომობილი დავინახე. ჩემს ქალიშვილს თავისი მანქანა ვერ გამოჰყავდა.

მფლობელს წერილი დავუტოვე, რომ გადაეყენებინა.

დილით აივანზე დავჯექი, ლუდი გავხსენი და ველოდი, მაგრამ არაფერი შეცვლილა. წავედი, ვისადილე და ავტომობილი ისევ იქ დამხვდა.

შემდეგ დღესაც იქ იყო. ჩემმა ქალიშვილმა დაიჩივლა, რომ ავტომობილი ვერ გამოჰყავდა.

ავიღე შავი ცელოფანი და ავტომობილს შემოვახვიე. ამის შემდეგ მფლობელი მალევე გამოჩნდა.

ახალგაზრდა ქალი იყო, რომელიც საცხოვრებლად ახლახან გადმოვიდა. ბოდიშ მოიხადა.

თქვა, რომ „სასაცილო იყო“ და ავტომობილს აქ აღარ გააჩერებდა.

მე ცუდი ადამიანი არ ვარ, უბრალოდ, ჩემი პოზიციის დაფიქსირება სახალისოდ და უწყინრად მიყვარს“, - ამბობს ტობი.

მისი თქმით, ქალს ცელოფნის მოსაშორებლად მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდა და ავტომობილიც მალევე გადააყენა.

მსგავსი სიახლეები