პირდაპირ ტბაში „დაპარკინგებული“ ავტომობილი | რატომ უნდა დაიცვათ პარკირების წესები?
Subaru უხეშ რელიეფზე მარტივად გადაადგილების უნარით, რომ ცნობილია, ეს ახალი არავისთვის არ უნდა იყოს. თუმცა გასულ კვირას, ეს Forester-ი აღმოჩნდა სიტუაციაში, რომელიც უბრალოდ მის შესაძლებლობებს აღემატებოდა. ტბაში დაუგეგმავი ჩავარდნის მიზეზი კი, გაცილებით უფრო უჩვეულო რამ გახლდათ, ვიდრე მხოლოდ მანქანის გაუმართაობა.
როგორც ადგილობრივი მედიიდან ირკვევა, მძღოლს უბრალოდ მანქანის პარკირების რეჟიმში გადაყვანა დაავიწყდა. Subaru-ს საჭესთან უცნობი ქალი იჯდა, რომელსაც თვითმხილველების თქმით ყურადღება გაეფანტა, რადგან მის სიახლოვეს შეერთებული შტატების იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები არალეგალი მიგრანტის დაკავებას ცდილობდნენ. სწორედ ამ დროს, Subaru წყალში შევიდა.
NEW: An anti-ICE protester in Massachusetts forgot to put her car in park while yelling at agents making an arrest of an illegal alien in Upton, MA, and her vehicle went into a lake and sunk, an ICE source tells me. pic.twitter.com/W5GI3h0bBy
— Bill Melugin (@BillMelugin_) September 28, 2025
The New York Post-ის ინფორმაციით, ქალი აგენტებს უყვიროდა და სავარაუდოდ მათ შეჩერებას ცდილობდა, თუმცა მოგვიანებით შეამჩნია, რომ მისი ავტომობილი ტბაში იძირებოდა. უცნობია სრულად ჩაიძირა თუ არა მანქანა წყალში, რადგან ამის დადასტურებული ფოტომასალა ინტერნეტში არ იძებნება. თუმცა თუ ეს სიმართლეა, სავარაუდოდ მისი გადარჩენის შანსიც კი აღარ არსებობს. მაგრამ, თუ Forester-ი იმავე მდგომარეობაში დარჩა, რომელშიც ვხედავთ, მაშინ მისი ბუქსირება არ უნდა გაჭირვებოდათ.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მანქანა არც დაქოქილი არ იყო, მაშინ Forester-ს არც სერიოზული მექანიკური დაზიანებები უნდა ჰქონდეს. თუმცა, ამ ეტაპზე Subaru-ს მდგომარეობის შესახებ განახლებული ინფორმაცია არ არსებობს.