ჰიბრიდი, Toyota, Toyota RAV4, ტოიოტა, ტოიოტა რავ4, იაპონური
Aa
Aa

როგორი იქნება 2026 წლის Toyota RAV4?

ყველასათვის კარგად ნაცნობი RAV4-ის დებიუტი, დაახლოებით, 30 წლის წინ შედგა და ამით Toyota-მ, შეიძლება ითქვას, ქროსოვერის კლასი გამოიგონა, თუმცა 2026 წელი ამ პოპულარულ მოდელს საგრძნობლად შეცვლის. კომპაქტური უნივერსალი ზომაში თანდათან იზრდება (რასაც მისი გაყიდვების რაოდენობაც წარმატებით უწყობს ფეხს). 2026 წლის მოდელი სათავეში RAV4-ის მე-6 თაობას ჩაუდგება.

დიზაინი ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყებას ჰგავს, აგებულია რა მე-5 თაობის შასის მოდიფიკაციაზე და იყენებს იაპონური ბრენდის ახალთახალ პროგრამულ პლატფორმა Arene-ს. ასევე, ახალი RAV4 პირველი სტანდარტიზებულად ჰიბრიდული მოდელი იქნება (იქნება მხოლოდ ორი ვერსია — ჰიბრიდი და დამუხტვადი ჰიბრიდი), რაც ადრეული 2000-იანი წლების შემდეგ ყველაზე თამამი ცვილებაა.

რაც შეეხება მოდიფიკაციებს, Toyota ამ მიმართულებით ტრადიციულად გაგვანებივრებს — ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქალაქისთვის განკუთვნილი SE და XSE, ისე მსუბუქი ოფ-როუდისთვის (სოფთ-როუდი) ხელსაყრელი Woodland და სპორტული GR Sport PHEV. კომპლექტაციის მიხედვით, ავტომობილის ფასი ტრადიციულად ბიუჯეტური იქნება და $30000-50000 შუალედში იმერყევებს.

ერთი შეხედვით, ავტომობილის დიზაინერების ჩანაფიქრი ცხადია — ჰგავდეს ახალი RAV4 ტოიოტას კიდევ ერთი პოპულარული მოდელის, 4Runner-ის „უმცროს ძმას“. მანქანის სპორტული, სოფთ-როუდისთვის განკუთვნილი და საქალაქო ვარიანტების ექსტერიერი ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავდება. მაგალითად, Woodland ვერსიას საქალაქო ვერსიებთან შედარებით, გაფართოებული ბორბლის თაღები და 18-იანი დისკები აქვს. ასევე, უფრო უხეში, დახურული ცხაური და დამონტაჟებული მისაბმელი — განსხვავებულია ფერების არჩევანიც. ერთი სიტყვით, ახალი RAV4 უფრო სოლიდური და „დაკუნთულია“, ვიდრე წინა მოდელები.

უცვლელი ინტერიერი

რაც შეეხება ინტერიერს, ის მოგაგონებთ როგორც წინა მოდელების, ისე ხსენებული 4Runner-ის სალონს. არის კუთხოვანი ფორმების, კარგად ორგანიზებული და სრულად ფუნქციურობაზე გათვლილი.

პლასტმასა სალონში კვლავაც ჭარბად გვხვდება, თუმცა ტესტერების შეფასებით, ამჯერად ის ბევრად უფრო სოლიდური და მყარია. როგორც ჩანს, Toyota არ აპირებს ყველაზე გამძლე ავტომობილების მწარმოებლის რეპუტაციას უღალატოს. სკამები შედარებით დაბალფასიან კომპლექტაციებში ნაჭრითაა დაფარული, ხოლო უფრო ძვირადღირებულ ვერსიებში ხელოვნურ ტყავს შევხვდებით.

აღსანიშნავია ტექნოლოგიების ხარისხიც — ავტომობილი აღჭურვილია 10.5 ან 12.9-ინჩიანი მონიტორით (კომპლექტაციის მიხედვით), რომელში არსებული მულტიმედიაც ძალიან გამართულად მუშაობს, გრაფიკა მშვენიერია, მენიუ მარტივი და ფერთა გამა — სასიამოვნო.

ავტომობილი, ტრადიციულად, ტევადია და ინტერიერში არსებული სივრცე უჰაერობის შეგრძნებას ნამდვილად არ დაგიტოვებთ.

ჰიბრიდული ძრავა

როგორც აღინიშნა, ავტომობილის კაპოტის ქვეშ 2.5-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ძრავები დაგხვდებათ, რომელთა ეფექტიანობაც წინა მოდელებთან შედარებით გაზრდილია — სრულამძრავიანი მოდელი 100 კილომეტრზე, დაახლოებით 5.35 ლიტრ საწვავს მოიხმარს (44 mpg).

კონვენციური ჰიბრიდის გარდა, Toyota მომხმარებელს დამხუტვად ჰიბრიდსაც შესთავაზებს, რომელიც წინა მოდელზე 22-ით მეტ, 324 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. რაც შეეხება ელექტროენერგიით გავლად მანძილს, ამ მოდელში ისიც 23%-ით გაიზარდა და 84კმ-ს შეადგენს — ეს ახალი თაობის RAV4-ს ყველაზე ეფექტიან და მძლავრ მოდელად აქცევს.


შეჯამებისთვის, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს საუკეთესო RAV4-ია რომელიც Toyota-ს შეუქმნია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოდელს თანამემამულეები მნიშვნელოვან კონკურენციას გაუწევენ — Honda CR-V და Mazda CX-50 ნამდვილად შესანიშნავად გამოიყურებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები