საინტერესო, ტესლა, ჯენერალ მოტორსი, სტელანტისი, საინტერესო ინფო, ბივაიდი, საიკი, ფოლცვაგენ გრუპი, ფორდ მოტორ კომპანი, მაჰინდრა გრუპი, ტატა მოტორსი, ტოიოტა მოტორ ქორფორეიშენი, ჰიუნდაი მოტორ გრუპი, გილი გრუპი
Aa
Aa

ვინ ვის ფლობს? | ავტომწარმოებლებისა და მათი მფლობელების სრული სია

მსოფლიო ავტოინდუსტრია იმდენად მასშტაბური და მრავალფეროვანია, რომ ბევრისთვის, ერთი შეხედვით, შესაძლოა რთულად აღსაქმელიც კი იყოს. ბაზარზე ათეულობით საავტომობილო ბრენდი არსებობს, რომლებიც ასობით სხვადასხვა მოდელით არიან წარმოდგენილნი — დაწყებული იაპონური Toyota-დან, დასრულებული ამერიკული Ford-ით, ან თუნდაც ისეთ პრემიუმ მწარმოებლებით, როგორებიცაა: Ferrari, Lamborghini თუ Rolls-Royce.

თუმცა, რეალურად, ამ ცნობილი სახელების უკან შესაძლოა იმაზე მცირე რაოდენობის, თუმცა მსხვილი კომპანიები იდგნენ, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. სინამდვილეში, დღეს სამგზავრო ავტომობილების ბრენდების უდიდეს ნაწილს დაახლოებით ორი ათეული მსხვილი ავტოკონცერნი აკონტროლებს. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ რამდენიმე მარკას ფლობს, ზოგიც კი ათზე მეტს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც დამოუკიდებლად ოპერირებენ.

ამერიკის შეერთებული შტატები

იყო დრო, როდესაც ამერიკულ ავტოინდუსტრიას „დიდი სამეული“ — Ford-ი, General Motors-ი და Chrysler-ი — წარმოადგენდნენ. აშშ-ის ბაზრის უდიდესი მოთამაშეების სტატუსი Ford-მა და General Motors-მა წლების შემდეგაც შეინარჩუნეს, რისი თქმაც Chrysler-ზე ცოტა გაგვიჭირდება, თუმცა ბოლო პერიოდში ქვეყანაში არაერთი სხვა მსხვილი კომპანიაც გამოჩნდა, რომლებიც ბაზრის წილისთვის ისტორიულ კომპანიებს სერიოზულ კონკურენციას უწევენ. მათ შორის, რა თქმა უნდა, არის ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის საკუთრებაშია.

აშშ-ის ავტობაზარზე ასეთი სიტუაციაა — Ford Motor Company-ს საკუთრებაშია Ford-ი და Lincoln-ი; General Motors: Buick-ი, Cadillac-ი, Chevrolet-ი და GMC; დამოუკიდებელი მწარმოებლები არიან: Tesla, Rivian-ი, Lucid-ი და Slate.

ჩინეთი

რეალური სია სწორედ აქ იწყება. ჩინეთს მსოფლიოში ყველაზე მრავალფეროვანი ავტობაზარი აქვს. ქვეყანაში დაახლოებით 12 მსხვილი ავტომწარმოებელი და 70-მდე აქტიური სამომხმარებლო ბრენდი ოპერირებს. თუმცა, ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ აშშ-ის მსგავსად, თუმცა ბევრად მოგვიანებით, 2010-იან წლებში, ჩინეთში ძირითადად ოთხი მოთამაშე იყო: SAIC, FAW, Dongfeng-ი და Changan-ი. ეს კომპანიები დღესაც ქვეყნის უმსხვილეს ავტომწარმოებლებს შორის არიან და თითოეული მათგანი რამდენიმე ბრენდს აერთიანებს.

თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთის ავტოინდუსტრია მნიშვნელოვნად გაფართოვდა, მათი სრული სია კი ასე გამოიყურება:

BYD: BYD, Denza, Fangchengbao, Linghui, Yangwang.
Geely Group: Geely, Volvo, Lotus, Polestar, Zeekr, Lynk & Co, Smart (Mercedes-Benz-თან ერთად 50%-იანი წილი), Proton, LEVC, Farizon, Livan, Ji Yue.
SAIC: MG, Maxus, Wuling, Roewe, Baojun, IM, Rising Auto, Yuejin, Sunwin, Nanjing-Iveco.
Chery: Chery, Exeed, Jetour, iCar.
Great Wall Motor: Haval, Ora, Tank, Wey.
Dongfeng: Aeolus, Voyah, M-Hero, Forthing, Dongfeng Nammi.
FAW: Hongqi, Bestune, Jiefang, Yueyi.
Changan: Changan, Deepal, Avatr, Kaicene.
BAIC: Arcfox, Beijing, Beijing Off-road, Foton.
GAC: Aion, Hyptec, Trumpchi.
Seres Group: AITO, Seres, DFSK, Fengon.
JAC: JAC Motors, JAC Refine, JAC Yiwei.

დამოუკიდებელი კომპანიები: Nio, Xpeng, Li Auto, Leapmotor, Xiaomi Auto, Huawei, Rox Motor.

ევროპა

ევროპაში 6 მსხვილი ავტომწარმოებელია, რომელთა შტაბ-ბინები მიუნხენიდან და დიდი ბრიტანეთიდან საფრანგეთამდე და ხორვატიამდეა განთავსებული. საკუთრებაში არსებული ბრენდების რაოდენობით, უდიდესი Stellantis-ია — 13 აქტიური ბრენდით (თუმცა, ეს რიცხვი შეიძლება მალე შემცირდეს). ხოლო, ბოლო რესტრუქტურიზაციის შემდეგ, 9 აქტიური ბრენდით, მეორე ადგილზე Volkswagen Group-ია.

Stellantis: Abarth, Alfa Romeo, Chrysler, Citroën, Dodge, DS, Fiat, Jeep, Lancia, Maserati, Opel, Peugeot, Ram, Vauxhall.
Volkswagen Group: Volkswagen, Audi, Porsche, Lamborghini, Bentley, Škoda, SEAT, Cupra, Scout.
BMW Group: BMW, MINI, Rolls-Royce.
Renault Group: Renault, Dacia, Alpine, Mobilize.
Mercedes-Benz Group: Mercedes-Benz, Smart (Geely-სთან ერთად 50%-იანი წილი).
Bugatti Rimac: Bugatti, Rimac.

დამოუკიდებელი ბრენდები: Ferrari, Aston Martin, Pagani, Koenigsegg, Ineos, Gordon Murray Automotive, Morgan, Caterham, Ariel, Donkervoort, Zenvo.

ინდოეთი

ინდოეთის ავტოინდუსტრიის მთავარი მოთამაშეები Tata Motors-ი და Mahindra Group-ი არიან, რომლებიც გლობალურ ბაზარზეც იკავებენ წამყვან პოზიციებს. Mahindra Group რეგიონში ერთ-ერთ უდიდეს ავტობრენდს, Mahindra-ს, მართავს, ასევე 2015 წელს მის საკუთრებაში გადავიდა Pininfarina-ც. Tata Motors-ი კი უფრო დიდ JLR ჯგუფს ფლობს, რომელიც მოიცავს Jaguar-სა და Land Rover-ს.

Mahindra Group: Mahindra, Pininfarina.
Tata Motors: Jaguar, Land Rover, Tata Daewoo, Tata Hitachi.

იაპონია

მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი კი იაპონიაში ოპერირებს და ის, რა თქმა უნდა, Toyota Motor Corporation-ი გახლავთ. კომპანიის საკუთრებაშია Daihatsu, Hino, Lexus-ი და Toyota. Honda Motor Company ფლობს Acura-ს და Honda-ს, ხოლო Nissan Motor Company ფლობს Nissan-ს და Infiniti-ს. რეგიონში ასევე არის რამდენიმე დამოუკიდებელი კომპანია, სრული სია კი ასეთია:

Toyota Motor Corporation: Toyota, Lexus, Daihatsu, Hino.
Honda Motor Company: Honda, Acura.
Nissan Motor Company: Nissan, Infiniti.

დამოუკიდებელი კომპანიები: Mazda, Mitsubishi, Subaru, Suzuki.

სამხრეთი კორეა

რაც შეეხება სამხრეთ კორეას, ქვეყნის ავტოინდუსტრიას თითქმის მთლიანად Hyundai Motor Group-ი აკონტროლებს. სამხრეთ კორეის უმსხვილესი ავტომწარმოებელი ფლობს Genesis-ის, Hyundai-სა და Kia-ს ბრენდებს.

Hyundai Motor Group: Genesis, Hyundai, Kia.

დამოუკიდებელი: KG Mobility (KGM).

ვიეტნამში კი პირველი და ერთადერთი ავტომწარმოებელი Vinfast-ი გახლავთ. კომპანია 2017 წელს დაარსდა და დამოუკიდებლად ოპერირებს. Vinfast-ი, რომელიც ელექტრომობილების წარმოებაზეა ორიენტირებული, ევროპაში 2018 წელს, ხოლო აშშ-ში 2022 წელს შევიდა.

ვინ ფლობს ყველაზე მეტ ბრენდს? მსოფლიოს უმსხვილეს ავტოკონცერნებს შორის ლიდერები არიან:

Stellantis – 14 ბრენდი
Geely Group – 12 ბრენდი
SAIC – 10 ბრენდი
Volkswagen Group – 9 ბრენდი
BYD – 5 ბრენდი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები