საწვავის ეკონომია, ჰონდა სივიკი, ტოიოტა კოროლა, ფოლცვაგენ ჯეტა, ტოიოტა პრიუსი, ჰიუნდაი ელანტრა, კია ნირო
Aa
Aa

2026 წლის ყველაზე ეკონომიური ავტომობილები | რომელი მოდელები მოიხმარენ ყველაზე ნაკლებ საწვავს?

ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ბლოკადით ნავთობის მიწოდებაში წარმოქმნილმა შეფერხებებმა გლობალურ ბაზარზე ფასების ზრდა გამოიწვია. შედეგად, ბოლო პერიოდში, მძღოლებს საწვავის არასტაბილურ ფასებთან უწევთ გამკლავება, რაც მათი ნაწილისთვის ავტომობილის არჩევის დროსაც დიდ როლს თამაშობს. ნაწილი ელექტრომობილებზე გადადის, თუმცა მათ, ვისაც EV-ები არ სურთ, ურჩევნიათ ისეთი ავტომობილი შეარჩიონ, რომელიც უფრო ნაკლებ საწვავს მოიხმარს.

ასევე დაგაინტერესებთ: ეკონომიურად მართვის რჩევები

როგორც წესი, საწვავის მოხმარებით ყველაზე ეკონომიური მცირე ზომის ავტომობილებია, რადგან ასეთი მანქანები ნაკლებად მძიმეა და უკეთესი აეროდინამიკა აქვს. თუმცა ბაზარზე რამდენიმე საშუალო ზომის მოდელიც მოიძებნება, რომლებიც სხვა ავტომობილებთან შედარებით ნაკლებ საწვავს მოიხმარენ. რაც შეეხება ელექტრომობილებს, მართალია, ისინი საწვავს არ საჭიროებენ, თუმცა, ძირითადად, EV-ების შეძენა შედარებით ძვირი ჯდება, ვიდრე შიგაწვის ძრავით აღჭურვილი მოდელების.

რეიტინგი EPA-ს (აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო) კომბინირებულ მაჩვენებლებზე დაყრდნობითაა შედგენილი, რაც ქალაქსა და ქალაქგარეთ ტრასებზე გადაადგილების რეჟიმებს აერთიანებს. შემდგომში მონაცემები გადაყვანილია ლიტრებში 100 კილომეტრზე.

2026 წლისთვის, ბენზინის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების შემთხვევაში, საწვავის მოხმარებით ყველაზე ეკონომიური Honda Civic-ი აღმოჩნდა. ყველაზე ეკონომიური კი სედანის საბაზისო ვერსია LX-ია, რომელიც მსუბუქი კონსტრუქციისაა და 16-დუიმიანი ბორბლების წყალობით სპორტულ კომპლექტაციაზე უკეთეს შედეგებსაც გვაძლევს. EPA-ს მონაცემებით, Civic LX ქალაქში გადაადგილებისას 100 კილომეტრზე დაახლოებით 7.4 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ხოლო ტრასაზე — 5.7 ლიტრს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Civic-ის ნაკლებად ეკონომიური ვერსიებიც საკმაოდ ეფექტიანია. მაგალითად, Sport Hatchback-ის საწვავის მოხმარება შერეულ (ქალაქის/ტრასის) რეჟიმში დაახლოებით 6.9 ლ/100 კმ-ია. რაც შეეხება სხვა საწვავეფექტიან მოდელებს, სამეულშია Toyota Corolla (ქალაქში 7.4 ლიტრი, ტრასა — 5.7 ლიტრი) და Volkswagen Jetta (ქალაქში 8.1 ლიტრი, ტრასა — 5.9 ლიტრი).

შედეგად, 2026 წლის მონაცემებით, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს შორის ყველაზე ეკონომიური შემდეგი ათი მოდელია:

Honda Civic – ქალაქი: 7.4 ლ/100 კმ, ტრასა: 5.7 ლ/100 კმ, შერეული: 6.5 ლ/100 კმ
Toyota Corolla – ქალაქი: 7.4 ლ/100 კმ, ტრასა: 5.7 ლ/100 კმ, შერეული: 6.7 ლ/100 კმ
Volkswagen Jetta – ქალაქი: 8.1 ლ/100 კმ, ტრასა: 5.9 ლ/100 კმ, შერეული: 6.9 ლ/100 კმ
Hyundai Elantra (Stop-Start) – ქალაქი: 7.6 ლ/100 კმ, ტრასა: 5.9 ლ/100 კმ, შერეული: 6.7 ლ/100 კმ
Nissan Sentra – ქალაქი: 7.6 ლ/100 კმ, ტრასა: 6.0 ლ/100 კმ, შერეული: 6.9 ლ/100 კმ
Honda Accord – ქალაქი: 8.1 ლ/100 კმ, ტრასა: 6.4 ლ/100 კმ, შერეული: 7.4 ლ/100 კმ
Kia K4 – ქალაქი: 8.1 ლ/100 კმ, ტრასა: 6.0 ლ/100 კმ, შერეული: 7.1 ლ/100 კმ
Acura Integra – ქალაქი: 8.1 ლ/100 კმ, ტრასა: 6.4 ლ/100 კმ, შერეული: 7.4 ლ/100 კმ
Nissan Rogue – ქალაქი: 8.1 ლ/100 კმ, ტრასა: 6.5 ლ/100 კმ, შერეული: 7.4 ლ/100 კმ
Mini Cooper Hardtop – ქალაქი: 8.4 ლ/100 კმ, ტრასა: 6.0 ლ/100 კმ, შერეული: 7.4 ლ/100 კმ

რაც შეეხება ჰიბრიდულ ავტომობილებს, 2026 წლისთვის ყველაზე საწვავეკონომიური მოდელი კვლავ Toyota Prius-ია. Toyota Prius-ი აშშ-ის ბაზარზე ერთ-ერთი პირველი მასობრივი წარმოების ჰიბრიდი იყო, მომდევნო თაობებში კი უფრო მეტად დაიხვეწა და ეკონომიურიც გახდა. ეს მოდელი ქალაქში დაახლოებით 4.2ლ/100 კმ-ს, ხოლო ტრასაზე — დაახლოებით 4.1ლ/100 კმ-ს დაგიწვავთ.

ყველაზე ეკონომიური დამმუხტვადი ჰიბრიდი კი, ამ შემთხვევაშიც, Toyota Prius Plug-in Hybrid-ია. 2026 წლის ვერსიამ მხოლოდ ელექტრორეჟიმზე ავტომობილის სვლის მარაგი 71 კილომეტრამდე გაზარდა, რაც წინა თაობებთან შედარებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. მოდელის საწვავის ხარჯი კომბინირებულ (ქალაქი/ტრასა) რეჟიმზე დაახლოებით 4.5 ლიტრია.

სტანდარტული ჰიბრიდების შემთხვევაში კი, ყველაზე ეკონომიური ავტომობილების ათეული ასე გამოიყურება:

Toyota Prius – ქალაქი: 4.2 ლ/100 კმ, ტრასა: 4.1 ლ/100 კმ, შერეული: 4.1 ლ/100 კმ
Hyundai Elantra Hybrid – ქალაქი: 4.6 ლ/100 კმ, ტრასა: 4.1 ლ/100 კმ, შერეული: 4.4 ლ/100 კმ
Kia Niro – ქალაქი: 4.4 ლ/100 კმ, ტრასა: 4.4 ლ/100 კმ, შერეული: 4.4 ლ/100 კმ
Toyota Camry – ქალაქი: 4.5 ლ/100 კმ, ტრასა: 4.8 ლ/100 კმ, შერეული: 4.6 ლ/100 კმ
Hyundai Sonata – ქალაქი: 5.0 ლ/100 კმ, ტრასა: 4.2 ლ/100 კმ, შერეული: 4.6 ლ/100 კმ
Toyota Corolla Hybrid – ქალაქი: 4.4 ლ/100 კმ, ტრასა: 5.1 ლ/100 კმ, შერეული: 4.7 ლ/100 კმ
Honda Civic Hybrid – ქალაქი: 4.7 ლ/100 კმ, ტრასა: 5.0 ლ/100 კმ, შერეული: 4.8 ლ/100 კმ
Honda Accord Hybrid – ქალაქი: 4.6 ლ/100 კმ, ტრასა: 5.3 ლ/100 კმ, შერეული: 4.9 ლ/100 კმ
Honda Prelude – ქალაქი: 5.0 ლ/100 კმ, ტრასა: 5.7 ლ/100 კმ, შერეული: 5.3 ლ/100 კმ
Lexus UX 300h – ქალაქი: 5.1 ლ/100 კმ, ტრასა: 5.6 ლ/100 კმ, შერეული: 5.3 ლ/100 კმ

მსგავსი სიახლეები