Aa Aa
20 ივნისი 2022  |  10:51

ყველაზე დაუფასებელი ავტომობილები Fast & Furious-ში

მანქანები, რომლებმაც ეკრანებზე მეტი დრო დაიმსახურეს.

Fast and Furious-ის ფილმების სერიაში ცენტრალური თემა მანქანები გახლავთ. შესაძლოა ბოლო ნაწილებში ეს ასე აღარ არის და ეპიზოდებიც ავტოკულტურას გასცდა, მაგრამ პირველი რამდენიმე ნაწილი ავტომოყვარულებისთვის მუდამ განსაკუთრებული იქნება.

მეექვსე ფილმის ჩათვლით Fast and Furious-ში ძალზედ საინტერესო და მრავალფეროვან მანქანებს ვხედავდით. ზოგი მათგანი ფილმის მთავარ პერსონაჟებთან იყო დაკავშირებული და ყურადღების ცენტრშიც მეტად ექცეოდა. სწორედ ამიტომ, დღეს ისეთ მოდელებზე ვისაუბრებთ, რომლებიც „აწყვეტილებში“ მოხვდნენ, მაგრამ ისინი საკმარისად არავის დაუფასებია.

Acura Integra GSR-ი 


ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ Acura Integra საკულტო ავტომობილია. დიახ, Type-R-ია საკულტო, მაგრამ საბაზისო მოდელებს სარბოლო პროექტებისთვის ძალზედ ხშირად იყენებდნენ, მათ შორის „დრაგისთვისაც“.


„მონიკაააააააა“ - ამ სცენაზე ალბათ ძალზედ ბევრი იცინეთ, როდესაც ედვინმა, ამ მანქანის მძღოლმა, რბოლა წააგო. მან ხომ ძალზედ დიდი საჩუქარი დაკარგა! ამ სცენაში მონაწილე მანქანა Neuspeed-ის მიერ იყო შექმნილი. ის საკმაოდ მაღალი ხარისხის ნაწილებით იყო აწყობილი, რომელიც AEM-ს MOMO-სა და Neuspeed-ს ეკუთვნოდა. ყველა ამ ბრენდის ლოგოზე წითელი და ყვითელი ფერები დომინირებს. მანქანაც ამ ფერებშია გაფორმებული.

Integra GSR-ი B18C1 ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც ქარხნულად 170 ცხენის ძალასა და 174 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. გმირი მანქანა კი ერთ-ერთი იყო Fast and Furious-ის საავტომობილო შემადგენლობაში, რომელსაც მოდიფიცირება რეალურად გაუწიეს.

Nissan Skyline R33 GT-R-ი 


Nissan Skyline GT-R-ი ის ავტომობილია, რომელმაც ლეგენდარულის სტატუსი დამსახურებულად მოიპოვა. იქამდე, სანამ ეს მოხდებოდა, GT-R-ს თავისი საიმედო პლატფორმის წყალობით ძალზედ დიდი რეპუტაცია ჰქონდა. ამიტომ ყველაზე უცნაურია, თუ რატომ არ ვიხილეთ ყვითელი R33 GT-R-ი ეკრანებზე უფრო დიდი ხნით.

ეს ავტომობილი თავდაპირველად სრულად ქარხნული იყო, თუმცა სადემონსტრაციოდ HKS-ს მისი გაუმჯობესება სთხოვეს. მოდიფიცირების შემდეგ მანქანა 500 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

Nissan S14 240SX 


შემდეგი მანქანა, რომელმაც ეკრანზე უფრო მეტი დრო დაიმსახურა ლეტის 1995 წლის Nissan 240 SX-ია. ამ მანქანის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. მხოლოდ ის ვიცით, რომ მას SR20DET-ი იყო „სვაპი“ ჰქონდა. SR20DET-ი კი ვერსიების მიხედვით 201-დან 204 ცხენის ძალამდე გამოიმუშავებს.

მანქანას მოდიფიცრება ჰქონდა ჩატარებული. დამონტაჟებული იყო წნევის მაკონტროლებელი, ტურბო-ტაიმერი, გამშვები სისტემა და ასე შემდეგ. ეს ყველა ნაწილი Blitz-ის გახლდათ.


ლეტის 240SX-ი Zeal Bayspeed-ის კორპუსის დამატებით ნაწილებითაც იყო წარმოდგენილი. ალუმინის იყო უკანა ფრთა, ხოლო დისკები 18-იანი Advan Model 5-ის ვერსია იყო.

Saleen Ford Mustang S281


კიდევ ერთ საკულტო მოდელი, რომელსაც ფილმში მეტ დროს ნამდვილად ვეღარ მისცემდნენ - Saleen-ის მიერ მოდიფიცირებული Ford Mustang GT-ია. სტივ სელინი Ford-ის ცნობილი „ტუნინგ“ ატელიეს ლიდერი გახდათ, რომელიც „მუსტანგების“ მძლავრ ვერსიებს უშვებდა. ის ფილმში თავისი ხელით მიერ გადაკეთებული მანქანის გადაღებას დასთანხმდა. ავტომობილი თავის საყვარელ ფერში, “Liz Lipstick Red-ში“ შეღება.


ფილმის გმირი Saleen S281 იყო, რომელსაც კომპრესორიანი 4.6-ლიტრიანი ძრავა ჰქონდა. ეს აგრეგატი 550 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ის მხოლოდ ერთ სცენაში ვიხილეთ, რომლის ბოლოსაც სატვირთომ გადაუარა. თუმცა, ნუ ღელავთ. ამ სცენაში ჩვეულებრივი „მუსტანგი“ დაამტვრიეს.

ამ ავტომობილის შესახებ მეტი ინფორმაციის გაგებას ამ ლურჯ სიტყვებზე დაჭერით გაიგებთ. 

BMW E36


Fast and Furious-ის მეორე ნაწილი ბევრ ძალზედ საინტერესო მანქანას მოიცავდა. ერთ-ერთი ასეთი მოდელი განიერკორპუსიანი BMW E36 იყო. სავარაუდოდ, ეს მოდიფიცირებული M3-ის აღსანიშნად შეიქმნა. რეალურად კი ეს მანქანა 323i გახლდათ, რომელსაც ავტომატური გადაცემათა კოლოფი ჰქონდა.

ფილმისთვის ასეთი რამდენიმე მანქანა ააწყვეს. საბოლოოდ კი მხოლოდ ერთი მათგანი გადარჩა, რომელიც აუქციონზე 2017 წელს გავიდა. სამწუხაროდ, მოდელი მხოლოდ 15 000$-ად შეფასდა და ვერ გაიყიდა. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა გემოვნებიანად იყო მოდიფიცირებული, 323i ავტომატური კოლოფით არავის სურდა. თანაც ფილმში ეს ავტომობილი ძალზედ ცოტა ხანი ჩანდა, რაც მის პოპულარობაზეც მოქმედებდა.

Ferrari 360 და 355 Spyder-ი


კარტერ ვერონის 360 Spyder-ი ფილმში გადაღებული რამდენიმე „სუპერქარიდან“ ერთ-ერთია. იშვიათობიდან გამომდინარე კი ის უფრო გამორჩეული გახლავთ. შეგახსენებთ, რომ ღია წითელ ფერში შეღებილი ავტომობილი პორტში იდგა, რამონ პერესმა მის სალონში მოსახვედრად „ფერარის“ ძვირადღირებული შუშა ჩაამტვრია. სასაცილო ის გახლდათ, რომ მანქანა ღია იყო.

სამწუხაროდ, ამ ავტომობილის 3.6-ლიტრიანი V8 ძრავიდან წამოსული 400 ცხენის ძალის ხმა არ გაგვიგია. კარგი იქნებოდა, თუ ამ 360-ში ამ ნაწილის ანტაგონისტს მეტად ვიხილავდით.

ამ სცენამდე რამდენიმე წამით ადრე კარტერის კიდევ ერთი Ferrari ჩანს კადრში. ამჯერად 355 Spyder-ი რომელიც ეზოს ამშვენებს. სამწუხაროდ ფილმში ეს ავტომობილიც პასიურობით გამოირჩევა.

BMW 540i


ეს მანქანა 2009 წლის Fast and Furious-ში ვიხილეთ. მაყურებელს ის ძალზედ ცუდი დასასრულით დაამახსოვრდა - ავარიის შემდეგ e39 ბრაიანის „სკაილაინს“ კინაღამ სახურავზე დაეცა. თუ ამ მანქანის ხმას დაუკვირდებოდით, მაშინ იფიქრებდით, რომ ის E60 M5-ის V10 ძრავით იყო აღჭურვილი. სინამდვილეში კი ეს 540i გახლდათ, რომელსაც Eibach-ის დაკიდების სისტემა და უსაფრთხოების კარკასი ჰქონდა.


4.4-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავა 286 ცხენის ძალასა და 440 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. ფილმისთვის სულ 11 ასეთი მეხუთე სერია აიწყო. მათგან კი მხოლოდ ორი გადარჩა.

Honda NSX


NSX-ი JDM ავტომობილების ლეგენდაა. უამრავი ავტომოყვარული მიიჩნევს, რომ ეს მოდელი საუკეთესო იაპონური ავტომობილია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მის შემუშავებაში ლეგენდარული აირტონ სენა იყო ჩართული.


Fast and Furious-ის ფილმებში NSX-ი რამდენჯერმე გამოჩნდა. პირველად 2 Fast 2 Furious-ში ვიხილეთ და ის ტეჯს ჰყავდა. მცირე დრო Tokyo Drift-შიც დაუთმეს. ეს უკანასკნელი Veilside-ის განიერი კორპუსით არის წარმოდგენილი. თუმცა, ყველაზე გამორჩეული ის შავი NSX-ია, რომელსაც სურათზე ხედავთ. ამ მანქანას მია ტორეტო მართავს და ლამაზმანს ლეგენდარული ავტომობილი ძალზედ უხდება.

ამ მანქანაზე ბევრი რამ არ არის ცნობილი. მხოლოდ ის ვიცით, რომ ის ერთ-ერთი ბოლო გამოშვებისაა, რაც მოძრავი მაშუქების არ არსებობას გულისხმობს. კაპოტის ქვეშ C32B აგრეგატი იმალება. 3.2-ლიტრიანი ძრავა 290 ცხენის ძალასა და 300 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.

მიას მანქანა NSX Type R-ის დაკიდების სისტემით, დისკებითა და მუხრუჭებით იყო მოდიფიცირებული. სავარაუდოა, რომ ლეტის დაკრძალვაზე იგივე მანქანაა გამოყენებული, ოღონდ ლურჯად არის შეღებილი.

გაზიარება: